ავტორიზაცია
პროგრამული უზრუნველყოფის API BASED ტესტირების ავტომატიზაცია
ავტორი: გიორგი ცომაიაანოტაცია:
პროგრამული სისტემები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, დაწყებული ბიზნეს პროგრამებიდან (მაგალითად, საბანკო, სამედიცინო და ა.შ.) დამთავრებული სამომხმარებლო პროდუქტებით (მაგალითად, მანქანები). მიუხედავად იმისა როგორი სიზუსტით არის შესრულებული პროგრამული უზრუნველყოფის კოდი, გარკვეული პირობებში (მაგალითად, არასწორი მონაცემის შეტანისას, კომპიუტერული სისტემის გადატვირთული საქმიანობის პირობებში და ა.შ.) შეიძლება შეუძლებელი იყოს სასურველი შედეგის მიღწევა. პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ვერ მუშაობს სწორად, შეიძლება წარმოქმნას დამატებითი პრობლემები, მათ შორის ფულის დაკარგვა, დრო ან საქმიანი რეპუტაცია, ტრავმა ან სიკვდილიც კი. პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება არის პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის შეფასების და პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის გაუმართაობის რისკის შემცირების გზა. თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოთვლითი შესაძლებლობების გაზრდის პარალელურად გაზრდილია პროგრამული უზრუნველყოფების ფუნქციონალური შესაძლებლობებიც, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება მისი კოდის მოცულობაზეც. ასეთი პროგრამული უზრუნველყოფის პირდაპირი წესით ტესტირების პროცესი დაკავშირებულია გარკვეულ პრობლემებთან, როგორიცაა პროცესის წარმართვის ხანგრძლივი პერიოდი და გაზრდილი ხარჯი, და ა.შ. მსგავსი პრობლემების გვერდის ავლის მიზნით ხშირად მიმართავენ ტესტირების პროცესის ავტომატიზაციას. ტესტის ავტომატიზაცია არის ტესტების ავტომატურად გაშვების, ტესტის მონაცემების მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის გასაუმჯობესებლად შედეგების გამოყენების პრაქტიკა. ეს, პირველ რიგში, ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებაა, მაგრამ მისი საქმიანობა უნდა იყოს პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების მთელი გუნდის ვალდებულება. ტესტირების ავტომატიზაციის დადებითი შედეგების მიღებისთვის საჭიროა მთელი გუნდის ჩართულობა, დაწყებული ბიზნესის ანალიტიკოსებისგან დაწყებული, დეველოპერებითა და DevOps ინჟინრებით დამთავრებული. ეს ნაშრომიც სწორედ ზემოთ აღწერილ საკითხზე მუშაობას ისახავს მიზნად.