ka | en
TSU

პროგრამული უზრუნველყოფის ლოკალიზაციის ტესტირება

ავტორი: ლელა გაბელაია
ანოტაცია:

ციფრული სამყარო ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და თანამედროვე გარემოში მნიშვნელოვანი და აქტუალური არის ხარისხიანი საერთაშორისო მასშტაბის პროგრამული პროდუქტის შექმნა, რომელიც ინერგება სხვადასხვა ქვეყანაში და შესაბამისად მომხმარებლებიც ჰყავს მსოფლიოს მრავალი წერტილიდან. ნაშრომი ეძღვნება გლობალური პროგრამული პროდუქტებისთვის ლოკალიზაციის ტესტირების პროცესის სწორად დაგეგმვას და განხორციელებას. ლოკალიზაციის ტესტირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ხარისხიანი გლობალური პროდუქტის შექმნაში, რადგან ის უზრუნველყოფის პროდუქტის მორგებას როგორც სხვადსხვა ქვეყნის კულტურაზე, სტანდარტებზე, რისკებზე და კანონმდებლობაზე, ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლების მოთხოვნებს და მოლოდინებს. ნაშრომში განხილულია ტესტირების პრინციპები, დონეები, ტიპები და ტექნიკები რაც საშუალებას გვაძლევს უკეთესად გავაანალიზოთ ლოკალიზაციის ტესტირების პროცესი და ეფექტურად წარვმართოთ ის. ასევე შეფასებული და წარმოდგენილია განსხვავებული შინაარსის მქონე პროგრამული პროდუქტების ლოკალიზების სპეციფიკა და სირთულე სხვადასხვა ენის, კულტურის და სტანდარტების მქონე ქვეყნებისთვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com