ავტორიზაცია
შეტყობინებების სისტემა მოხმარებლის მონაცემებზე დაყრდნობით
ავტორი: მარიამ ჩარგეიშვილისაკვანძო სიტყვები: შეტყობინება, სისტემა, ნოთიფიკაცია
ანოტაცია:
შეტყობინებების სისტემა ნებისმიერი თანამებდრომე პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის განუყოფელი ნაწილია. ის შეიძლება იმდენად კომპლექსური იყოს რომ ცალკე პროდუქტადაც გაიტანო როგორც დამხმარე სერვისი. თანამედროვე სამყარო მომხმარებელს იმდენ ერთნაირი ტიპის პროდუქტს თავაზობს, რომ აპლიკაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რათა მოიზიდოს და შეინარჩუნოს მომხმარებელი. შეტყობინებები მრავალი პრობლემის გადაწყვეტაში გვეხმარება, მაგალითად: Ø შევახსენოთ თავი არააქტიურ მომხმარებლებს, შევთავაზოთ მათ კონკრეტული შეთავაზება რათა დავიბრუნოთ იგი როგორც მომხმარებელი; Ø მივაწოდოთ მხოლოდ მისთვის საჭირო ინფორმაცია რათა მომხმარებელს არ უწევდეს მუდმივ რეჟიმში კონტენტის შემოწმება და ამით დავზოგოთ მისი დრო; Ø შევახსენოთ, რომ კალათაში დამატებული აქვს ნივთები და ჯერ არ შეუძენია და ამით გავზარდოთ გაყიდვები. სწორედ ამ პრობლემების გადასაწყვეტადაა შექმნილი ჩვენი შეტყობინებების სისტემა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (firebase), push შეტყობინებების საშუალებით და მომხმარებლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე აგზავნის push შეტყობინებების როგორც მობილურ მოწყობილობებზე, ისე ანდროიდ, ios და ასევე, ვებში.