ka | en
TSU

ლოკაკური მომხმარებლის მართვის სცენარები სისტემურ ადმინისტრირებაში

ავტორი: ლევან კუჭუხიძე
თანაავტორები: ლევან კუჭუხიძე
ანოტაცია:

ადგილობრივი მომხმარებლის მართვის სცენარები სისტემურ ადმინისტრირებაში საკმაოდ კომპლექსურ თემას წარმოდგენს, თემა მოიცავს არა მხოლოდ მართვას, არამედ მისი უსაფრთხოების ზედამხედველობასა და მენეჯმენტს. სისტემური ადმინისტრირების მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება დიდი ხანია გამქრალია, რადგანაც იგი სახელდება, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად ასპექტად ტექნოლოგიებში, იმიტომ, რომ სისტემის ადმინისტრატორი, იგივე ინფორმაციული ტექნოლოგიების IT პროფესიონალები არიან. წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი „ ლოკალური მომხმარებლის მართვის სცენარები სისტემურ ადმინისტრირებაში“ აღწერს სისტემური ადმინისტრირებაში განხილულ ლოკალური მომხმარებლის მართვას, დეტალურად განიხილავს მის თეორიულ ჩარჩოსა და არსს, ასევე იძლევა კონკრეტულ მაგალითებს. ვინაიდან ნაშრომი მეტად თეორიული თვალსაზრისით არის განსახილველი, რადგანაც იგი რაიმე სოციალურს არ ეხება, სადაც რაოდენობრივი ან თვისობრივი კვლევა იქნებოდა ჩატარებული, ნაშრომში კვლევის ობიექტად სწორედ მოცემული თეორიული ჩარჩო იქნება მოყვანილი, რაც მისი ძირეული და სიღრმისეული გაანალიზების საშუალებას გვაძლევს. ლოკალური მომხმარებლის მართვას მნიშვნელობას სძენს მისი ხშირად პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობა, ასევე ის ფაქტი, რომ მას ასე ვთქვათ ალტერნატივა არ გააჩნია. ნაშრომში კონკრეტულად განხილულია ლოკაკური მომხმარებლის მართვის სცენარები სისტემურ ადმინისტრირებაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com