ka | en
TSU

სასწავლო გარემოები ინტელექტუალური აგენტებისთვის - მიმოხილვა

ავტორი: ზურაბი ისაკაძე
თანაავტორები: ზურაბი ისაკაძე
საკვანძო სიტყვები: სასწავლო გარემოები, განმტკიცებითი სწავლება, ხელოვნური ინტელექტი
ანოტაცია:

ინტელექტუალური აგენტისათვის გარემო ანუ აგენტის სამყარო მოცემული ამოცანის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. თუ რა მოქმედების განხორციელება შეუძლია აგენტს და რა ტიპის ინფორმაციას იღებს ის გარემოდან, პირდაპირ კავშირშია იმ ალგორითმებთან, რომლებიც შესაძლოა ეფექტური იყოს პრობლემის გადასაჭრელად. კომპიუტერული თამაშები ბუნებრივად აკმაყოფილებენ სასწავლო გარემოებების მოთხოვნებს, ამიტომ ბოლო წლებში განმტკიცებითი სწავლების გაუმჯობესებასთან ერთად მოხდა უამრავი თამაშის სასწავლო და საექსპერიმენტო გარემოდ გამოყენება, მაგრამ ასევე შეიქმნა ახალი და გარემოები, რომლებიც დღეს ინტელექტის ეტალონის ტესტებად გამოიყენება. ამ სემინარში მიმოვიხილავთ რამდენიმე ასეთ ცნობილ ხელოვნურ გარემოს, საუკეთესო მიღებულ შედეგებს და ვიმსჯელებთ თუ რა ტიპის გარემოები შეიძლება იყოს საინტერესო ზოგად ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე მუშაობისთვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com