ავტორიზაცია
პარალელური ალგორითმები პოლინომების გასამრავლებლად
ავტორი: ბექა ბარბაქაძეანოტაცია:
ნაშრომი შეეხება პარალელურ ალგორითმებს პოლინომების გადასამრავლებლად. პოლინომების ნამრავლის და კონვოლუციების აქტუალობა დღითიდღე იზრდება, და საჭირო ხდება მათი სწრაფი გამოთვლები, რადგან მოწყობილობების ვერტიკალური მასშტაბირება სულ უფრო და უფრო რთული ხდება, გამოსავალი ჰორიზონტალურ მასშტაბირებაშია და ალგორითმების დაყოფაში. ნაშრომის მიზანია გამრავლების პარალელური ალგორითმის შექმნა და ოპტიმიზირება კონკრეტული რგოლებისთვის, რომლებიც მრავლად გამოიყენება სიგნალებისა და გამოსახულებების დამუშავების დროს, ასევე არსებული ალგორითმების და ბიბლიოთეკებში წარმოდგენილი გადაწყვეტილებების გაუმჯობესება. ნაშრომში განვიხილავთ სხვადასხვა ალგორითმს: ქვეშ მიწერით გამრავლების ალგორითმს და მის დაყოფილ ვერსიას, კარაცუბას ალგორითმს და მისი გაპარალელების მეთოდს, ხოლო ძირითადი კვლევის ობიექტი იქნება ფურიეს ციკლური გარდაქმნები და მათი ოპტიმიზაცია, ასევე მიღებული შედეგის შედარება სტანდარტულ ბიბლიოთეკებთან და CPU ზე იმპლემენტირებულ მიმდევრობით ალგორითმებთან. მთავარი მიღებული თეორიული შედეგი მდგომარეობს ორი ცნობილი ერთმანეთთან არათავსებადი ოპტიმიზაციის ერთდროულად გამოყენებაში სპეციპიკურ რგოლში, რის შედეგადაც ვიღებთ, 1.5x-2.0x აჩქარებას არსებული სტანდარტული ბიბლიოთეკების გადაწყვეტასთან შედარებით. ასევე იმპლემენტაციის დროს მიღებულია შედეგები, რომლითაც შევამცირეთ ნელ მეხსიერებაზე მიმართვები, და გავზარდეთ ქეშ ეფექტურობა, გამოყენებულ იქნა თემფლეით პროგრამირება, რათა რაც შეიძლება მეტი ოპერაცია შესრულებულიყო კომპილაციის დროს, გამოვიყენეთ სხვადასხვა ოპტიმიზაციები გამრავლების დროს რათა მოგვეხდინა მძიმე კომპლექსური ნამრავლის გაუმჯობესება. საბოლოო მიზანია ბიბლიოთეკის შექმნა, რომელიც გაუმარტივებს მუშაობას კრიპტოგრაფებს, გამოსახულების დამუშავებაზე მომუშავე ადამიანებს, და სპეციალისტებს, რომელთა სამუშაოც დაკავშირებულია სიგნალების დამუშავებასთან.