ka | en
TSU

ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის შესწავლა შებრუნებულ მიკროემულსიებში

ავტორი: ნათია ფილაური
საკვანძო სიტყვები: საკვანძო სიტყვები: შერეული მიკროემულსიები, ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაცია, აქტივაციის ენერგია
ანოტაცია:

ანოტაცია შესწავლილია ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის საფუძველზე მომზადებულ შებრუნებულ მიკროემულსიებში ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის პროცესი. გამოკვლეულია არაიონური ტეტრაეთილენგლიკოლ მონოდოდეცილის ეთერის გავლენა აღნიშნული მიკროემულსიების ელექტრული პერკოლაციის პერკოლაციის ზღურბლზე. ზეთის ფაზად გამოიყენებოდა ნ-დეკანი. ელექტრულ პერკოლაციას შერეულ (იონური და არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების ნარევი) მიკროემულსიებში ზედაპირულად აქტიური ნივთიერებისა და წყლის მოლური თანაფარდობის ფიქსირებულ მნიშვნელობაზე ადგილი აქვს შედარებით დაბალ ტემპერატურაზე, ვიდრე მხოლოდ ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის საფუძველზე მომზადებული შებრუნებული მიკროემულსიებისთვის. გამოთვლილია ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის აქტივაციის ენერგია შესწავლილი მიკროემულსიებისთვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com