ka | en
TSU

ზოგიერთი ფიტოპათოგენუი ვირუსის შესწავლა კახეთის რეგიონში გავრცელებულ რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ვენახებში

ავტორი: ნათია წენგუაშვილი
საკვანძო სიტყვები: ვაზი, ვირუსი, ვირუსული დაავადება, ელაიზა, პჯრ
ანოტაცია:

ვაზი ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოში ღვინის წარმოება დაიწყო ჯერ კიდევ ნეოლითურ ხანაში. ღვინის წარმოებას ქვეყნისთვის უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია. ვაზის მოსავლიანობა და მიღებული პროდუქტის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია კულტივირებული მცენარის სიჯანსაღეზე, რადგან ვაზზე მოქმედი ფიტოპათოგენები უარყოფითად მოქმედებენ პროდუქტის მოსავლიანობასა და მის ხარისხზე. განსაკუთრებით საყურადღებოა ვაზზე ვურუსული აგენტების მავნე ზემოქმედება.დღეისათვის ცნობილია 70-ზე მეტი ვირუსი, რომლებიც გლობალურად აინფიცირებენ ვაზის კულტურას. გამომდინარე აქედან მნიშვნელოვანია ვაზის ვირუსული აგენტების გავრცელების შესწავლა საქართველოში გაშენებულ ვენახებში. სწორედ ამიტომ, კვლევის მიზანი იყო კახეთის რეგიონში ვაზის ვირუსული ფიტოპათოგენების გავრცელების შესწავლა. კველევის პერიოდში განხორციელდა 400 ვაზის ნიმუშის შეგროვება და ანალიზი სხვადასხვა ვირუსული აგენტების (GFLV,GFKV,GVA, ArMV) გამოვლენაზე. აღნიშნულ კვლევაში გამოვიყენეთ სეროლოგიური (ფერმენტდაკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი-ELISA) და მოლეკულურ ბიოლოგიაზე დაფუძნებული მეთოდები (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია- PCR). კვლევის ობიექტად შეირჩა ფართოდ გავრცელებული ქართული ვაზის ჯიშები, როგორიცაა რქაწითელი და საფერავი. სეროლოგიური კვლევის მიხედვით 400 გამოკვლეული ნიმუშიდან ინფიცირებული აღმოჩნდა 82 (20.5%) ნიმუში. GFkV-ის ვირუსზე დადებითი იყო 75 (18.8%) ნიმუში, ხოლო GFLV-ის ვირუსზე 7 (1.8% ) ნიმუში. 2 (0.5%) ნიმუშში აღმოჩნდა შერეული ინფექცია, როცა საკვლევი ვაზის მცენარეები ინფიცირებული იყვნენ ორივე- GFkV-ის და GFLV-ის ვირუსით. წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის-საფერავის შემთხვევაში GFkV-ის ვირუსზე დადებითი იყო 40 ნიმუში (20%), ხოლო GFLV-ზე 6 ნიმუში (3%). 2 ნიმუშში (1%) აღმოჩნდა შერეული ინფექცია. თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშის-რქაწითელის შემთხვევაში GFkV-ის ვირუსზე დადებითი იყო 35 ნიმუში (17.5%), ხოლო GFLV-ზე 1 ნიმუში (0.5%). რქაწითელის ჯიშის კვლევისას შერეული ინფექცია არ დაფიქსირებულა. ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე GFkV-ის ვირუსით ინფიცირება სჭარბობდა GFLV -ის ვირუსით ინფიცირებული ვაზის ჯიშების პროცენტულ მაჩვენებელს ორივე ჯიშის ვაზის მცენარეში. უნდა აღინიშნოს, რომ საფერავის ჯიშის შემთხვევაში საკვლევი ვირუსებით ინფიცირება სჭარბობდა რქაწითელის ჯიშის ინფიიცირების შემთხვევებს. საკვლევ ნიმუშებში ArMV და GVA-ის ვირუსების აღმოჩენა არ მომხდარა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com