ka | en
TSU

საკვერცხის კისტის მქონე პაციენტების შრატების ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინთან და მის სუბერთეულებთან დაკავშირების ინჰიბირება ab212418 და SPM522 მონოკლონური ანტისხეულების მიერ

ავტორი: ნათია ორბელაძე
საკვანძო სიტყვები: სპეციფიურობა, ავიდობა, ადამიანის ქორიონული გონატოტროპინი
ანოტაცია:

საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე წარმოადგენს მნიშვნელოვან გინეკოლოგიურ პრობლემას ქალებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი ადრეული დიაგნოსტირება, დაავადების მიმდინარეობის ზუსტი პროგნოზირება და ეფექტური თერაპია კი კვლავ პრობლემად რჩება. კვლევებით, რომლებიც წინ უძღოდა წინამდებარე ნაშრომს დასტურდება, რომ საკვერცხის კისტის მქონე პაციენტთა სისხლის შრატში გვხვდება აქგ-სა და მისი სუბერთეულებთან დაკავშირების უნარის მქონე, IgG2 იზოტიპის ბუნებრივად გაჩენილი ანტისხეულების გარკვეული დონე. ამ ანტისხეულების პარატოპების სპეციფიურობის დადგენა კი მნიშვნელოვანია მათი საკვერცხის კიბოსგან დამცველობითი უნარის შესაფასებლდ, საკვრცხის კიბოს ადრეული დიაგნოსტირების და პროგნოზირების ახალი, ბუნებრივ ანტისხეულებზე დაფუძნებული ტესტების შესაქმნელად. წარმოდგენილი კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მონოკლონური ანტისხეულების -ab212418 და SPM522 მიერ საკვერცხის კისტის მქონე პაციენტთა სისხლში არსებული ბუნებრივი, IgG კლასის, ანტისხეულების აქგ-სთნ და მის სუბერთეულებთან დაკავშირების ინჰიბირების შეფასება. რაც მოგვცემს წარმოდგენას საკვლევი ანტისხეულების პარატოპების სპეციფიურობაზე. კვლევის მასალა და მეთოდები: შესწავლილილია საკვერცხის კისტის მქონე 10 პაციენტის, სისხლის შრატი. პაციენტები შერჩეულია შრატების ტიტრირების შედეგად მიღებული კვლევების საფუძველზე. შრატების წინასწარი ტიტრირება განხორციელებულია სამ საკვლევ ანტიგენთან - აქგ, აქგβ და აქგβკტპ - დაკავშირების შესასწავლად. შერჩევის კრიტერიუმს წარმოადგენდა შრატში, საკვლევ ანტიგენებთან დაკავშირების უნარის მქონე, ბუნებრივი ანტისხეულების არსებობა. საკვლევი ანტისხეულების აქგ-სთან, აქგβ-სთან და აქგβკტპ-სთან დაკავშირების ინჰიბირებას კომერციული ანტისხეულებით ვაფასებდით არაპირდაპირი იმუნოფერმენტული ანალიზით (ELISA). შედეგები: საკვერცხის კისტის მქონე პაციენტების სისხლის შრატში არსებული ბუნებრივი ანტისხეულების აქგαβ-სთან, აქგβ-სთან და აქგβკტპ-სთან დაკავშირების ინჰიბირებისათვის გამოვიყენეთ კომერციული მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც საკვერცხის კისტის სითხეში არსებული მუცინების სპეციფიურობის არიან და ამავდროულად ჯვარედინად უკავშირდებიან აქგ-სა და მის სუბერთეულებს. მიღებული შედეგები გამოხატავს, რომ საკვლევ შრატებში წარმოდგენილი ბუნებრივი ანტისხეულების სპეციფიურობა განსხვავდება მონოკლონური ანტისხეულების ab212418 (აბკამი, აშშ) და SPM522 (ნოვუს ბაიოლოგიკალ, აშშ) სპეციფიურობისაგან. დასკვნა: საკვერცხის კისტის მქონე პაციენტების სისხლში არსებული ბუნებრივი ანტისხეულები, რომლებიც უკავშირდებიან აქგ-სა და მის სუბერთეულებს არ არიან ნახშირწყლოვან დეტერმინანტების - Gal1-3GalNAc და Gal 1-3(Fuc 1-4) GlcNAc სპეციფიურობის, ან აღნიშნულ დეტერმინანტებთან, ტესტირებული მონოკლონური ანტისხეულების დაკავშირების აფინობა უფრო სუსტია, ვიდრე იგივე დეტერმინანტებთან ბუნებრივი ანტისხეულების დაკავშირების ავიდობა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com