ავტორიზაცია
შიგელოზით დაავადებული ბავშვების კლინიკური მასალიდან გამოყოფილი ბაქტერიული შტამების ანტიბიოტიკომგრძნობელობის შესწავლა
ავტორი: ნუშა დიასამიძეანოტაცია:
ანოტაცია შიგელოზს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნაწლავთა მწვავე ინფექციებს შორის. მსოფლიოში ყოველწლიურად 165 მილიონამდე შემთხვევა რეგისტრირდება, საიდანაც 600.000 შემთხვევა სიკვდილით მთავრდება. 2020 წელს საქართველოს ეპიდზედამხდევლობის სისტემაში რეგისტრირებული შიგელოზის 565 შემთხვევა იყო, ძირითადად ინფიცირებულები ბავშვებია. სულ 0-1წ 1-4წ 5-14წ 15-19წ 20-29წ 30-59წ 60წ> 565 9 170 308 43 12 13 10 ბაქტერიული ინფექციების გავრცელება მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა. მათ სამკურნალოდ ყველაზე ხშირად ანტიბიოტიკებს იყენებენ. ანტიბიოტიკების აღმოჩენამ მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა მათმა არამიზნობრივმა და ხშირმა გამოყენებამ გამოიწვია ბაქტერიების მიერ ანტიბიოტიკორეზისტენტობის განვითარება. კვლევის მიზანს წარმოადგენდა შიგელოზით დაავადებული ბავშვების კლინიკური მასალიდან (ფეკალია) გამოყოფილი Shigella sonnei-ს ბაქტერიული შტამების ანტიბიოტიკომგრძნობელობის შეფასება. შესწავლილ იქნა 30 ბავშვის კლინიკური მასალიდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებული Shigella sonnei-ის ანტიბიოტიკო მგრძნობელობა დისკო-დიფუზიის მეთოდის გამოყენებით. კვლევისთვის შერჩეულია 17 დასახელების ანტიბიოტიკი. მათ შორის ორი იყო კომბინირებული პრეპარატი, სადაც ანტიბიოტიკთან ერთად კომბინაციაშია ფართო სპექტრის ბეტა ლაქტამაზების ინჰიბიტორი. ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის შესწავლას და ინტერპრეტაციას ვახორციელებდი ევროპული სტანდარტის EUCAST-ის მიხედვით. კვლევის შედეგად მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ შერჩეული ანტიბიოტიკებიდან, შემდეგი ექვსის მიმართ: Ampicilin; Cefotaxime; Cefepime; Ceftriaxone; Cefuroxime; Tetracycline გამოვლინდა 100%-იანი რეზისტენტობა, რაც იმას ნიშნავს რომ მათი გამოყენება შიგელოზის სამკურნალოდ არაეფექტური იქნება. სანაცვლოდ უნდა შეირჩეს ისეთი ანტიბიოტიკები რომელთა მიმართაც გამოვლინდა მაღალი მგრძნობელობის ხარისხი. მაგალითად, ანტიბიოტიკების Meropenem-ისა და Chloramphenicol-ის მიმართ გამოვლინდა 100%-იანი მგრძნობელობა. კვლევაში გამოყენებული შემდეგი ანტიბიოტიკების: Imipenem; Ciprofloxacin; Aztreonam; Nalidixic acid; Amikacin; Gentamicin; Azithromycin, მიმართ მიღებული შედეგები არის სხვადასხვა, შედარებით მაღალი მგრძნობელობა გამოხატული Imipenem; Nalidixic acid; Gentamicin-ის მიმართ. საკვლევმა ბაქტერიულმა შტამებმა მაღალი მგრძნობელობა გამოავლინეს აგრეთვე კომბინირებული პრეპარატების - Amoxicilin+cl.acid; Piperacilin-tazobactam მიმართ რაც მიუთითებს იმაზე, რომ შესწავლილიShigella sonnei-ს ბაქტერიული შტამების ანიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფართო სპექტრის ბეტა ლაქტამაზებია. კვლევის შედეგები შეავსებს მონაცემებს ანტიბიოტიკორეზისტენტული და ბეტა-ლაქტამაზა მაპროდუცირებელი Shigella sonnei-ს ბაქტერიული შტამების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მათ წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიების შემუშავებას.