ka | en
TSU

ფურიეს ზოგადი კოეფიციენტები და კრებადობისა და შეჯამებადობის საკითხები

ავტორი: გიორგი ცაგარეიშვილი
ანოტაცია:

ნაშრომში წარმოდგენილია საკმარისი პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ორთონორმირებული სისტემის (ონს) ფუნქციები, იმისათვის, რომ სასრული ვარიაციის ფუნქციების ფურიეს კოეფიციენტებისათვის სრულდებოდეს მენშოვ-რადემახერისა და მენშოვის თეორემის პირობები. მიღებული შედეგები ახალია და გაუძლიერებადია გარკვეული აზრით. დამტკიცებულია აგრეთვე თეორემები, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ ყოველი ორთონორმირებული სისტემა შეიცავს ქვესისტემას, რომლის მიმართაც ყოველი სასრული ვარიაციის ფუნქციის ფურიეს მწკრივი თ. ყ. კრებადია ან შეჯამებადია ჩეზაროს მეთოდით.


მიმაგრებული ფაილები:

ფურიეს ზოგადი კოეფიციენტები და კრებადობისა და შეჯამებადობის საკითხები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com