ka | en
TSU

ატმოსფერო - იონოსფერო, ატმოსფერსოსთან დაკავშირებული პრობლემა - სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა

ავტორი: გიგა მჟავანაძე
საკვანძო სიტყვები: არმოსფერო - სათბურის ეფექტი, გლობალური დათბობა
ანოტაცია:

დედამიწის კლიმატის გლობალური ცვლილება ,,სათბურის ეფექტის“ მქონე გაზების კონცენტრაციის ზრდითაა გამოწვეული. სათბურის გაზების (წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი, ოზონი, მეთანი, აზოტის ჟანგი, ფტორნახშირწყალბადი და სხვა) კონცენტრაცია ატმოსფეროში, დედამიწის ტემპერატურაზეა დამოკიდებული და მათ შორის არსებობს დადებითი უკუკავშირი, რომლის გაძლიერების შემთხვევაში წარმოიშობა ,,ზვავური ეფექტის“ საშიშროება. შესაბამისად, დედამიწაზე ტემპერატურის გაზრდის შედეგად, შესაძლებელია ,,ზვავურმა ეფექტმა’’ არა გლობალური დათბობა, არამედ გლობალური გამყინვარება გამოიწვიოს. ინდუსტრიულ ეპოქაში, გლობალური ტემპერატურის ცვლილების მთავარი მიზეზი ანთროპოგენური ფაქტორებითაა გამოწვეული, რასაც ემატება ბუნებრივი ფაქტორების თანხვედრა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილებით, სათბურის გაზების გაზრდაზე ძირითად გავლენას ახდენს ნახშირორჟანგი და მეთანი. ასევე აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ გლობალურმა დათბობამ თოვლის საფარის შემცირება გამოიწვია. შედეგად წყლის ორთქლის გაზრდა და მზრალი ნიადაგის გალღობაა შესაძლებელი (რაც უკვე შეიმჩნევა არქტიკაში). ამ პროცესების გავლენით იზრდება ოკეანეების ტემპერატურა და მჟავიანობათა (ph) ნახშირორჟანგის მაღალი შემცველობის გამო. კლიმატის გლობალური ცვლილების შედეგად გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია თითოეულმა ჩვენთაგანმა, მიიღოს სხვადასხვა ზომები, რითაც შესაძლებელია აღნიშნული პრობლემის უარყოფითი გავლენის შემსუბუქება.


მიმაგრებული ფაილები:

გლობალური დათბობა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com