ka | en
TSU

ატლას ექსპერიმენტზე ადრონული კალორიმეტრის ფოტოგამამრავლებელთა ბლოკების შუქდიოდით ტესტირების მართვის ელექტრონიკა

ავტორი: პავლე წოწკოლაური
საკვანძო სიტყვები: LED დრივერი, ცერნი, ატლასი, ფოტოგამამრავლებელი
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილა „შუქდიოდის მართის დაფა“ (LED Driver Board), რომელიც წარმოადგენს CERN-ის ტაილ კალორიმეტრის განახლებული ელექტრონიკის ტესტირების სისტემის „პრომეთეოს“ ქვესისტემას. შუქდიოდის მართვის დაფის ძირითად დავალებაა ფოტოგამამრავლებელი ბლოკების ტესტირება და მათი გამართული ფუნქციონირების სერტიფიცირება. ეს გამოწვეულია ATLAS დეტექტორის მე-2 ფაზის განახლებიდან გამომდინარე, რომელიც მიზნად ისახავს „დიდი ადრონული კოლაიდერის“ (Large Hardon Collider) მოდერნიზებას „მაღალი ნათების დიდ ადრონულ კოლაიდერად“ (High Luminosity Large Hadron Collider). ამ პერიოდში სრულიად შეიცვლება ტაილ კალორიმეტრის წინა-მდებარე და უკან-მდებარე ელექტრონიკა. დიდი ადრონული კოლაიდერის ნათების გაზრდა მოითხოვს ელექტრონიკის შესაბამის განახლებას. ახალი ელექტრონიკა უნდა იყოს რადიაციის მიმართ მდგრადი, გაცილებით სწრაფი და მაღალი სიზუსტის მქონე, რათა ეფექტურად მოხდეს ექსპერიმენტების ჩატარება. ელექტრონიკის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ფოტოგამამრავლებელი ბლოკები. ტაილ კალორიმეტრი იყენებს ≈10000 ფოტოგამამრავლებელ ბლოკს, რომელთა დანიშნულებაა პროტონ-პროტონული ურთიერთქმების დროს წარმოქმნილი შუქის გადაყვანა ელექტრონულ სიგნალში, რათა მოხდეს მისი შემდგომი დამუშავება. აქედან გამომდინარე ფოტოგამამრავლებლების დეტექტორზე დამონტაჟებამდე მნიშვნელოვანია მათი ტესტირება და სერტიფიცირება. ამისათვის საჭიროა შეიქმნას ისეთი სინათლის წყარო, რომელიც მოახდენს ფოტოგამამრავლებლების იმგვარად აღგზნებას როგორც ეს მოხდება ექსპერიმენტის ჩატარების დროს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com