ka | en
TSU

ERP მოდელის დანერგვა მცირე ბიზნესში

ავტორი: ავთანდილ უშიკიშვილი
ანოტაცია:

ERP სისტემა არის საინფორმაციო სისტემა, რომელიც მართავს ინფორმაციას კომპანიის პროდუქციის, მომხმარებლების, მომწოდებლების, თანამშრომლების, საწარმოო ობიექტების, ფინანსური ნაშთების და ა.შ. ERP სისტემები უამრავი წელია არსებობს და იხვეწება ყოველწლიურად ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. ამ სისტემის მთავარი პრობლემა წარმოადგენს ინფორმაციის დროულად მიღებას ანალიზს, დამუშავებას და წინასწარი სტატისტიკების დაგენერირებას. ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია. ინფორმაცია ყოველწლიურად გროვდება და როგორც კი იზრდება მოთხოვნა ბიზნესის მიმართ, იზრდება ასევე მომხმარებლების და პროდუქტის რაოდენობაც. ამ მონაცემების დამუშავება ყოველწლიურად ზრდადი პროცესია და ფინანსურადაც ძვირი ჯდება. ბიზნესს უწევს დამატებითი ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა. მცირე ბიზნესისთვის კი ამ ხარჯების გაწევა შეუძლებელია. ERP სისტემის გარეშე მათი არსებობა თითქმის შეუძლებელია. დიდი ხანი ვიკვლევდი თუ ეს პრობლემები როგორ უნდა მოგვეგვარებინა და როგორ შეიძლებოდა შემექმნა საერთო სისტემა, რომელიც მოერგებოდა ყველა მცირე თუ დიდ ბიზნესს, რაც შეიძლება ნაკლები ხარჯებით. გამომდინარე კომპანია Microsoft-ის მოქნილობისა, საუკეთესო გამოსავალი იყო ASP.Net Core ტექნოლოგიის გამოყენება. მას არ სჭირდება არავითარი ლიცენზია და არის Open Source, ამავდროულად Cross-Platform, რაც ითვალისწინებს იმას, რომ აპლიკაციის გაშვება შესაძლებელია, როგორც Windows-ზე ასევე Linux-ზე და სხვა ოპერაციულ სისტემებზე. Erp სისტემის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ბიზნესს აქვს საშუალება აირჩიოს მისთვის სასურველი და ხელსაყრელი მონაცემთა ბაზა. ჩვენს შემთხვევაში მე ავირჩიე MSSQL, რომელიც საშუალებას იძლევა ინფორმაციის დროულ დამუშავებასა და მის მომხმარებელთან მიწოდებას. ხშირად კლიენტი არ ხარჯავს დიდ ფულად რესურსს ხარისხიანი ტექნიკისთვის, ამიტომ იგი ყიდულობს შედარებით დაბალხარისხიან ტექნიკას. აქედან გამომდინარე, ჩვენს შემთხვევაში აპლიკაცია დაჰოსტილია Cloud-ზე, რაც საშუალებას გვაძლევს შედარებით ნაკლები რესურსის შეძენის შემთხვევაში, ქლაუდი გვთავაზობს ჰორიზონტარულ და ვერტიკალურ Scaling-ს, რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ნაკლებად დახარჯოს ბიზნესმა რესურსი და ამით მან მიიღოს მაქსიმალური პერფორმანსი. აპლიკაცია აწყობილია იმგვარად, რომ ნებისმიერ ბიზნესზე იყოს მორგებული და მას შეეძლოს მუშაობა ყოველგვარი ხარვეზების გარეშე. ეს უკანასკნელი გვაძლევს მინიმალურ დანაზოგს და შედეგად ვიღებთ აპლიკაციის მუშაობის უმაღლეს დონეს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com