ავტორიზაცია
ახალი პლატფორმა ,,რესურსების მართვა'' და მისი პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიების მენეჯმენტისათვის
ავტორი: დავით ლომსაძეანოტაცია:
პროექტების მენეჯმენტი არის ცოდნის, უნარების, ინსტრუმენტებისა და პროგრამული ინჟინერიის გამოყენება პროექტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, პროექტის წარმატებით შესასრულებლად. არსებობს მენეჯმენტის განსხვავებული მიდგომები, რაც საბოლოო ჯამში ორიენტირებულია დეველოპმენტის პროცესის უკეთ წარმართვასა და საბოლოო პროდუქტის უკეთესად განხორციელებისთვის. დღეს კომპანიების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს პროგრამული უზრუნველყოფის Agile მეთოდოლოგიას, მისი მოქნილობისა და სხვადასხვა უპირატესობის გამო, რომლებსაც ნაშრომში შევეხებით. ამ მიდგომამ არაერთხელ დაამტკიცა მისი უნიკალურობა, რაც არის შედეგი მისი დადებითი და უარყოფითი თვისებების ნაზავის. ამ მეთოდოლოგიის ყველაზე პოპულარული პლატფორმაა Jira, რომელსაც იყენებს მსოფლიოში არსებული 180000-ზე მეტი კომპანია[1]. შევნიშნოთ რომ პლატფორმა არ გვთავაზობს აბსოლიტურად უნაკლო და უნიკალურ მუშაობის პრინციპს, ვინაიდან გარკვეული ტიპის პროექტებისათვის ხშირია შემთხვევები, როცა პლატფორმის მეთოდოლოგია საკმაოდ აჭიანურებს პროექტის მიზნებს. ამ პრობლემებს შორის აღსანიშნავია მაგალითად ის, რომ პორტალს არ გააჩნია თანამშრომლებთან დაკავშირებული სხვადასხვა აღრიცხვის სისტემა. არ აქვს ასევე დროის მონიტორინგის საშუალება, არ აქვს პროექტის ბიუჯეტის მონიტორინგი და მისი კონტროლი, ინტეგრაცია არ შეუძლია სხვა პლათფორმებთან და ა.შ. პროექტის მენეჯმენტის იდეალურად წარმართვისთვის კი ზემოხსენებული პრობლემების არარსებობა, უნაკლო შედეგს მოგვცემდა. ამ საკითხების მოსაგვარებლად, შევიმუშავეთ 3 კომპონენტიანი პროგრამა, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ვიმუშაოთ Jira-ს გამოყენებით ზემოთ აღნიშნული პრობლემების გარეშე. შემუშავებულია 3 კომპონენტიანი პლათფორმა, ეს კომპონენტებია: 1. Chrome Extension 2. Jira Extension 3. Web Application Chrome Extension მენეჯერებს და პროექტში ჩართულ თანამშრომლებს ეხმარება დროის კონტროლსა და მიმდინარეობაში სხვადასხვა საკითხებისა და დავალებების შესაბამისად. მომხმარებელს შეუძლია ნახოს მასზე მიბმული აქტიური დავალებების სია, მოიძიოს იგი და გააკონტროლოს მისი მიმდინარეობა. ასევე შეუძლია დაამატოს კომენტარი, შეაჩეროს ან ჩართოს ერთობლივად რამოდენიმე ტაიმერი. იმ შემთხვევაში თუკი, რაიმე მიზეზით გაწყდა კავშირი, მაშინ მომხმარებელს აქვს არჩევანის საშუალება - გააგრძელოს მართვა ბოლო დამახსოვრებული დროიდან ან დაიწყოს ახალი ათვლა. ეს უკანასკნელი ფუნქციონალი მოქმედებს ყველა ჩართულ ტაიმერზე დამოუკიდებლად. ყოველთვის ძნელია მომხმარებლისთვის ერთი პლატფორმიდან მეორეზე გადართვა და მულტი საქმიანობა. ჩემს მიერ შექმნილი ეს Jira Extension ჩაშენებულია Jira-ში და მისი უდიდესი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე პროგრამის მუდმივი კონტროლი, იგი მუშაობს ყველა სხვა საჭირო პროგრამის ერთგვარ გაერთიანებაში. Jira extension აგრეთვე მას აძლევს საშუალებას აწარმოოს დროის კონტროლი და მიმდინარეობა პროექტის მართვის მთელი პროცესის განმავლობაში. მესამე კომპონენტი - Web Application მენეჯმენტის ჯგუფს ეხმარება პროექტში შესაძლო და მონაწილე პირებზე მიიღონ საჭირო ინფორმაცია (კვალიფიკაცია, გამოცდილება, უნარები, დაკავებულობა და ა.შ) სწრაფად და ეფექტურად. ამ კომპონენტის საშუალებით მენეჯმეტს ასევე შეუძლია მიიღოს ინფორმაცია საერთო სტატისტიკის შესახებ. კომპონენტის უდიდესი უპირატესობაა აგრეთვე ის, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია რეპორტებზე დროულად და უწყვეტად, მათ შორის დახურულ ან შეწყვეტილ პროექტებზე. Web Application -ის საშვალებით მენეჯმენტს შეუძლია დროულად მოახდინოს რეაგირება შექმნილ, მოსალოდნელ პრობლემებზე, იგი ასევე აკეთებს ინტეგრაციას ისეთ აპლიკაციებთან როგორიცაა Jira, Google, Tempo და სხვა.