ავტორიზაცია
მთის კანონის ზოგადი მიმოხილვა და მისი გავლენა დემოგრაფიულ ვითარებაზე (ტანის ხეობის მაგალითზე)
ავტორი: ანი ბირთველიშვილითანაავტორები: .
საკვანძო სიტყვები: დემოგრაფია, მთა, კანონი, მიგრაცია
ანოტაცია:
საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების უმეტესობა განიცდის დეპოპულაციის პროცესს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არაერთი უძველესი დასახლებული ადგილის გაუდაბურება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისათვის, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც „მთის კანონის’ სახელწოდებით არის ცნობილი (2015 წლის 16 ივლისი). ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისათვის შეღავათების განსაზღვრა, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალურ და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სწორედ ამ თემას ეხება ჩემი სამეცნიერო კვლევა, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა საქართველოს რეგიონების მდგომარეობა მთის კანონის ფარგლებში და მათ ფონზე ატენის ხეობის დემოგრაფიული ვითარება.