ავტორიზაცია
ხვანჭკარისა და ტვიშის მიკროზონების გეოგრაფიული ანალიზი
ავტორი: თეონა ქობალიასაკვანძო სიტყვები: მევენახეობა, მიკროზონები, მოსახლეობის ცნობიერება, პოტენციალი
ანოტაცია:
საქართველოში ვაზის ჯიშების ჩამოყალიბების პროცესი საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა. სამეურნეო ჯიშები, ადგილობრივი ვაზის ჯიშებია, რომელიც შეგუებულია კლიმატურ და ნიადაგურ პირობებს, სწორედ ამან განაპირობა ვაზის უნიკალური ჯიშების ჩამოყალიბება, რომელიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული წარმოშობის ადგილს. რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის ზონა მოიცავს ხვანჭკარისა და ტვიშის მიკროზონებს, რომლებიც ცნობილია არსებული აბორიგენული, უნიკალური ვაზის ჯიშებით. თითოეული მიკროზონა განსხვავებულ გეოგრაფიულ გარემოშია ჩამოყალიბებული, რაც მათ უნიკალურს და განუმეორებელს ხდის, პროექტის თემაში განხილულია ვაზის მოთხოვნები გარემო ფაქტორებისადმი, მევენახეობის ახლანდელ მდგომარეობა, ბუნებრივი, სოციალური, ეკონომიკური პირობები და მევენახეობის მდგრად განვითარების პერსპექტივები რაჭა-ლეჩხუმის ზონაში, ხვანჭკარისა და ტვიშის მიკროზონებში. ასევე ძლიან მნიშვნელოვანია დროთა განმავლობაში ვენახების ფართობების ცვლილება, რომელიც ძირითდად კლებისკენაა მიმართული, მიუხედავად ორივე მიკროზონის ვაზის ჯიშებზე და აქ წარმოებულ ღვინოებზე მზარდი მოთხოვნისა.