ავტორიზაცია
ზოგიერთი ადამანტანშემცველი ბენზიმიდაზოლის სინთეზი, დახასიათება და ბიოლოგიური აქტიურობა
ავტორი: ალექსანდრე ვანიშვილისაკვანძო სიტყვები: ადამანტანი, ბენზიმიდაზოლი, ჰეტეროციკლები, ანტივირუსული საშუალებები
ანოტაცია:
კვლევის ეხება 2-(1-ადამანტილმეთილ)-1H-ბენზიმიდაზოლის 5’(6’) – R’ ჩანაცვლებული ნაწარმების სინთეზს. მიღებულ იქნა 2-(1-ადამანტილმეთილ)-1H-ბენზიმიდაზოლის 5’(6’)-ბენზოფენონი და 2-(1-ადამანტილმეთილ)-1H-ბენზიმიდაზოლის 5’(6’)-კარბოჰიდრაზიდი, რომლის ურთიერთქმედებით არომატულ ალდეჰიდებთან მივიღეთ შესაბამისი შიფის ფუძეები. კვლევის პერიოდში მოხდა N-3-(5-ნიტრო-1H-ბენზიმიდაზოლ-2-ილ) ადამანტან-1-ილ) აცეტამიდის სინთეზის შესწავლა და მისი გარდაქმნით მიღებულ იქნა შესაბამისი პროდუქტები. მიღებულ ნივთიერებათა სტრუქტურა დადგენილ იქნა ინფრაწითელი და პროტონ მაგნიტურ რეზონანსული სპექტროსკოპიული მეთოდების გამოყენებით. მიღებული ნივთიერებების ბიოლოგიური აქტიურობის შემოწმება ონლაინ პროგრამის (PASS - Prediction of Activity Spectra for Substances) საშუალებით.
მიმაგრებული ფაილები:
Synthesis, characterization and biological activity of some adamantane containing benzimidazole [en]ზოგიერთი ადამანტანშემცველი ბენზიმიდაზოლის სინთეზი, დახასიათება და ბიოლოგიური აქტიურობა [ka]