ავტორიზაცია
მიწის რესურსების შეფასება კასპის მუნიციპალიტეტში
ავტორი: ნინო შეშაბერიძესაკვანძო სიტყვები: კასპი მუნიციპალიტეტი მიწის რესურსები
ანოტაცია:
კასპის მუნიციპალიტეტი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მხარეა. ტერიტორია სიდიდით არ გამოირჩევა, თუმცა ბუნებრივი რესურსების მოპოვება ინტენსიურად მიმდინარეობს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მათი გამოყენება არარაციონალურად ხდება, რაც ნათლად ჩანს მიწათსარგებლობაში. ნაშრომი ეხება მიწის რესურსების შეფასებას და მათ გავლენას სოფლის მეურნეობაზე კასპის მუნიციპალიტეტში. კვლევის მიზანია გის ტექნოლოგიების მეშვეობით წარმოჩინდეს მიწის რესურსების განაწილების თავისებურებები, პრობლემები და წინააღმდეგობები, რომელიც ხელს უშლის მათ შენარჩუნებას. ნაშრომზე მუშაობისას გამოვიყენეთ გის ტექნოლოგიები, ასევე განხორციელდა რამდენიმე საველე გასვლა კასპის მუნიციპალიტეტში. მიწის რესურსების ქრონოლოგიურმა ანალიზმა მოგვცა შესაძლებლობა ნათლად დაგვენახა პროცესების დინამიკურობა და განგვესაზღვრა საფრთხეები და კონფლიქტები, რომელიც აღნიშნულ რესურსებს ახასიათებს. როგორც ჩატარებული კვლევიდან გამოჩნდა მუნიციპალიტეტის მიწის რესურსებისათვის მთავარ პრობლემას სარწყავი სისტემების გაუმართაობა წარმოადგენს. ტერიტორიაზე ადგილი ადგილი აქვს პრიორიტეტული კულტურების მოსავლიანობის შემცირებას, რაც გამოწვეულია მეურნეობის არაეფექტური გაძღოლით და საირიგაციო სისტემების გაუმართაობით.