ავტორიზაცია
ოთხბირთვიან ინდოლოქინოქსალინურ სისტემებზე დაფუძვნებული მეტალკატალიზური რეაქციები.
ავტორი: ლია ბობოხიძესაკვანძო სიტყვები: 9-იოდო-6-H-იოდო[2, 3-b]ქინოქსალინი, C-C შეუღლება, C-N შეუღლება
ანოტაცია:
მეტალკატალიზური რეაქციების შესწავლა 6-H-ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინსა და მის წარმოებულებზე ახალი სიტყვაა ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიის სფეროში. შესაბამისად, პირველ ეტაპზე სინთეზირებულ იქნა 9-ბრომ- და იოდჩანაცვლებული ნაწარმები: 9-ბრომ-6H-ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინი; 9-იოდ-6H-ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინი; შემდეგი გარდაქმნა მოიცავდა N-H ჯგუფის ალკილირებას, კერძოდ კი N-ბენზილირებას.ამ გზით მიღებულ იქნა ხუთი არომატული ბირთვის შემცველი სისტემები 6-ბენზილ-9-ბრომ-ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინისა და 6-ბენზილ-9-იოდო-ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინის სახით. მიღებულ ჰალიდებზე განხორციელდა სონოგაშირასა და სუზუკის C-C შეუღლების და ულმანის ტიპის C-N ბმის წარმოქმნის რეაქციები. სინთეზირდა ახალი ოთხ, ხუთ და ექვსბირთვიანი სისტემების ათამდე წარმომადგენელი, რომელთა რიცხვს მიეკუთვნებიან 6-ბენზილ-9-ფენილეთინილ-ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინი, 3-(6H-ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინ-9-ილ)პროპ-2-ინ-1-აცეტატი, 9-((ტრიმეთილსილილ)ეთინილ)-6H-ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინი და სხვა.