ka | en
TSU

ოპტიკური გადასვლები კვაზიორგანზომილებიან ნანოსტრუქტურებში

ავტორი: ზურაბ ვაშალომიძე
ანოტაცია:

ნაშრომში შესწავლილია ორმაგ პოტენციურ ორმოში ერთნაწილაკოვანი სისტემის (ელექტრონი,ხვრელი) ენერგეტიკული სპექტრი და დონეებს შორის ერთ წამში გადასვლის ალბათობა დიპოლურ მიახლოებაში. თავდაპირველად შევისწავლე ნაწილაკის ენერგეტიკული სპექტრი და ტალღური ფუნქციები სიმეტრიული მართკუთხა პოტენციური ორმოში. მიღებული ზუსტი ანალიზური გამოსახულებები გამოვიყენე ორი ორმოს ენერგეტიკული დონეების და ტალღური ფუნქციების მოსაძებნათ. იგივე გავაკეთე შეშფოთების თეორიით და შედეგები ერთმანეთს შევადარე. შემდგომ გამოვთვალე დიპოლურ მიახლოებაში მეორედან პირველ დონემდე ერთ წამში გადასვლის ალბათობის დამოკიდებულება ეფექტურ მასაზე და ორმოს ბარიერის სიგრძეზე. კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ ამ დამოკიდებულებას ფიზიკურად სწორი ყოფაქცევა აქვს.ასევე დავრწმუნდით შეშფოთების თეორიის სამართლიანიანობაში, განსაკუთრებით პირველ და მეორე ენერგეტიკულ მდგომარეობაში. ამ კვლევის მეთოდის გამოყენება შესაძლებელია ორზე მეტი პერიოდულობის მქონე პოტენციალისათვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com