ავტორიზაცია
კორონა ვირუსის პჯრ -ტესტების შედარებითი ანალიზი მიღებული სხვადასხვა თანამედროვე ლაბორატორიულ დანადგარზე
ავტორი: ნინო ხოფერიათანაავტორები: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯამრთელობის ეროვნული ცენტრის ვირუსოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის და გენომის შემსწავლელი დეპრტამენტის გრიპისა და რესპირატორული ვირუსების ლაბორატორიის უფროსი ბ.
საკვანძო სიტყვები: კორონა ვირუსი, პჯრ-ტესტი, რეალურ დროში პჯრ-ტესტი, ლაბორატორიული დანადგარები, სწრაფი დიაგნოსტიკა
ანოტაცია:
ანოტაცია „კორონა ვირუსი“ ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი სიტყვათა თანწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ენებში. დღეს ეს სიტყვათა თანწყობა უამრავი ადამიანისათვის უხილავ მტერთან შეუჩერებელი ბრძოლის სინონიმია. ზუსტად ამიტომ საინტერესოა, უხილავი მტრის ბუნების შესწავლა, რათა მის მიერ გამოწყვეული პანდემიის დროული შეჩერება და ლოკალიზება მოხერხდეს. ამჟამინდელმა კორონავირუსის 2019 წლის (COVID-19) პანდემიამ მსოფლიო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა და სწრაფი, საიმედო დიაგნოსტიკური ტესტების დიდი მოთხოვნილება გააჩინა. უკუტრანსკრიფციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) ახალი მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუს 2-ის (SARS-CoV-2) დეტექციის ერთ – ერთი ყველაზე სანდო მეთოდია და ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული. ამ კვლევის მიზანს წარმოადგენდა ორი სრულიად ავტომატიზირებული რეალურ დროის პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე დამყარებული განსხვავებული ტესტირების პლატფორმის შედარება: Сobas 6800 SARS-CoV-2, რომელსაც ცოტა ხნის წინ გადაეცა FDA– ს ავტორიზაცია გადაუდებელი გამოყენებისთვის და Genexepert MTB/RIFკარტრიჯზე დაფუძნებული PCR ტესტი. მათი შედარება ხდება ახალი Sars-CoV-2 ვირუსის მიმართ დეტექციის, მგრძნობელობისა და ეფექტურობის შეფასების მიხედვით (სისწრაფის, წარმადობის). კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დარყნობით შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ ექსპერიმენტში გამოყენებულმა ორივე აპარატმა დაახლოებით ერთნაირი შედეგები გვაჩვენა. თუმცა მცირედი უპირატესობით გამოირჩევა Сobas 6800 SARS-CoV-2.