ka | en
TSU

არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების საფუძველზე მომზადებული მიკროემულსიებიდან წამლის გამოთავისუფლების პროცესის შესწავლა

ავტორი: რუსუდან ჩალაძე
საკვანძო სიტყვები: წამლის გამოთავისუფლება მიკროემულსიიდან, არაიონური ხედაპირულად აქტიური ნივთიერებები, დიფუზიური ექსპონენტა, კინეტიკური კონსტანტა
ანოტაცია:

წინამდებარე სამუშაოში შესწავლილია მიკროემულსიებიდან ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალების 10-[2-(დიმეთილამინო)პროპილ] ფენოთიაზინის ჰიდროქლორიდის გამოთავისუფლების პროფილი. მიკროემულსიები მზადდებოდა არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების პოლიოქსიეთილენ (20) ცეტილის ეთერის, პოლიოქსიეთილენ (4) ლაურილის ეთერის, პოლიოქსიეთილენ (23) ლაურილის ეთერის და პოლიოქსიეთილენ (20) სორბიტანის მონოოლეატის საფუძველზე. ფოსფატური ბუფერი (pH=7.4) გამოიყენებოდა როგორც რეცეპტორული ხსნარი, დონორულ ფაზას წარმოადგენდა მიკროემულსიაში გახსნილი წამალი. ექსპერიმენტები ტარდებოდა დიალიზის მეთოდით ცელულოზის მემბრანების გამოყენებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com