ka | en
TSU

ალოქსანური დიაბეტის პირობებში ჰიპერგლიკემიით გამოწვეული ფუნქციური დატვირთვის საპასუხოდ ღვიძლის ადაპტაციის მექანიზმი

ავტორი: მერაბი სეფაშვილი
საკვანძო სიტყვები: შაქრიანი დიაბეტი, ალოქსანი, ენდორეპლიკაცია, ღვიძლი, ვირთაგვა, ადაპტაციის მექანიზმი
ანოტაცია:

შაქრიანი დიაბეტი, მისი გავრცელების სიხშირის, ინვალიდობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალთახედვით, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში წარმოადგენს, როგორც მნიშვნელოვან სამედიცინო ასევე, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას. აღნიშნული პათოლოგიის ძირითადი არსი ისაა, რომ ორგანიზმში არ ხდება ინსულინის სინთეზი ან სინთეზირებული ინსულინის ეფექტურად გამოყენება. უკანასკნელი წლების კვლევევებით შაქრიანი დიაბეტის ექსპერიმენტულ მოდელზე ნაჩვენებია, ალოქსანის ან სტრეპტოზოტოცინის პრეპარატების ინექციიდან 1 თვის შემდეგ, ღვიძლში მაღალპლოიდური ჰეპატოციტების (2c×2) რაოდენობის დაქვეითება. აღნიშნული მოვლენა აიხსნება ინსულინის კონცენტრაციის შემცირებით, რომელიც ციტოჩონჩხის რეორგანიზაციის დროს აკონტროლებს ციტოკინეზს და შესაბამისად, მაღალპლოიდური უჯრედების რაოდენობას. ამავე დროს, არ არის შესწავლილი იცვლება თუ არა მაღალპლოიდური უჯრედების თანაფარდობა დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე (პირველი 48 სთ), როდესაც აღინიშნება გლუკოზის კონცენტრაციის მკვეთრი ცვლილებები. წარმოდგენილი შრომის მიზანი იყო ჰიპერგლიკემიით გამოწვეული ფუნქციური დატვირთვის საპასუხოდ ღვიძლის ადაპტაციის მექანიზმის შესწავლა. დადგინდა რომ ალოქსანის ინექციიდან 48 სთ-ში არ იცვლება ჰეპატოციტების მიტოზური აქტიურობა. ამავე დროს ღვიძლში სტატისტიკურად სარწმუნოდ იზრდება 4c უჯრედების რაოდენობა (p<0.05). ალოქსანური დიაბეტის (თეთრი ზრდასრული ვირთაგვების ექსპერიმენტული მოდელი) განვითარების საწყის ეტაპზე (48 სთ) ღვიძლზე გაზრდილი ფუნქციური დატვირთვის საპასუხოდ პროლიფერაციული აქტიურობის ცვლილების გარეშე, მაღალპლოიდური ჰეპატოციტების (სავარაუდოდ, G2-0 პოპულაცია) წარმოქმნა, ორგანოს ადაპტაციურ თავისებურებას წარმოადგენს.


მიმაგრებული ფაილები:

ალოქსანური დიაბეტის პირობებში ჰიპერგლიკემიით გამოწვეული ფუნქციური დატვირთვის საპასუხოდ ღვიძლის ადაპტაციის მექანიზმი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com