ka | en
TSU

ტურისტული ვებსაიტი - GeoTraveler

ავტორი: თორნიკე ბარდაველიძე
თანაავტორები: ალექსანდრე დგებუაძე, თამარ ბოსტოღანაშვილი
საკვანძო სიტყვები: ტურიზმი, ინტერნეტი, იუზერი
ანოტაცია:

დღესდღეისობით, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ონლაინ სერვისებს და ტექნოლოგიებს ყოველდღიური ამოცანების და პრობლემების გადასაჭრელად. შესაბამისად, მუდმივად იქმნება კრეატიული და ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფები, რომელთა მიზანია ცხოვრება უფრო მარტივი გახადოს პროცესების ავტომატიზირებისა და გამარტივების გზით. ერთ-ერთი ასეთი იდეა ტურიზმის ინტერნეტ სივრცეში დანერგვაა. გლობალური ტურიზმის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდა ინვესტორებსა და ტურიზმის ოპერატორებს უბიძგებს უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებისაკენ, რათა მოახდინონ დარგის პოპულარიზაცია, აგრეთვე ხარისხის, რესურსებისა და ცოდნის ზრდა, რომ მიიღონ დამაკმაყოფილებელი შედეგი. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია შეხება გვქონდეს უახლეს ტექნოლოგიურ ტენდენციებთან და გქონდეს ცოდნა გლობალური კონკურენციის გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებისთვის. ინტერნეტ ტექნოლოგია უზრუნველყოფს მაღალხარისხიან და ეფექტურ ოპერაციებს ყველა ეკონომიკურ სექტორში, მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიაში. ონლაინ ტურიზმმა(ტურიზზმა ინტერნეტის გამოყენებით), გახსნა კარი ახალი სტარტაპის იდეებისთვის და ჩამოაყალიბა მრავალი წარმატებული ბიზნესი. ეს ტენდენცია იმდენად გავრცელებულია, რომ Google Travel- ის კვლევის თანახმად, გაირკვა, რომ მოგზაურთა 74% გეგმავს თავიანთ მოგზაურობებს ინტერნეტის საშუალებით, ხოლო ტურისტულ კომპანიებს მხოლოდ 13% მიმართავს დასახმარებლად. ნაშრომში განვიხილავთ თუ რა ტექნოლოგიები და სერვისები გამოვიყენეთ ჩვენი ვებგვერდის შესაქმნელად. ასევე რა პრობლემებსა და სირთულეებს გადავეყარეთ და როგორ მოვაგვარეთ ისინი.


მიმაგრებული ფაილები:

პრეზენტაცია [ka]
GeoTraveler [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com