ka | en
TSU

ტურიზმის ზონალობის კარტოგრაფიული მეთოდები რაჭის რეგიონის მაგალითზე

ავტორი: თამარ ჭიჭინაძე
საკვანძო სიტყვები: ტურიზმი, ზონალობა, კარტოგრაფია, მოდელირება
ანოტაცია:

თანამედროვე მსოფლიოში ტურიზმი ერთ-ერთი უდიდესი და სწრაფად გაფართოებადი ინდუსტრიაა, რომელიც მილიონობით ადამიანის დასაქმებას უწყობს ხელს. მას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან ერთად, განვითარებადი გლობალური ეკონომიკის ორ ყველაზე დინამიურ მოტივატორად მიიჩნევენ, რომელიც ეკონომიკური ზრდის, სიმდიდრის გადანაწილებისა და კაპიტალის განვითარების შესაძლებლობებს იძლევა. ტურიზმის განვითარების უმთავრესი გზა მისი ზუსტი დაგეგმარებაა, რომელიც კომპლექსურ კვლევასა და ანალიზზეა დამოკიდებული. დღეს ეს დარგი წარმოუდგენელია ციფრული რუკების, კარტოგრაფიული მოდელირებისა და კარტოგრაფიული ანალიზის გარეშე, რასაც ტურიზმის ზონალობისკენ მივყავართ. როგორც მსოფლიო სამეცნიერო პრაქტიკიდან ჩანს, ტურიზმის ზონალობა კარგად მუშაობს იმ ქვეყნებში, სადაც ტურიზმი სუსტად არის განვითარებული, თუმცა მას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. წარმოდგენილი პროექტის კვლევის პროცესში გამოყენებულია სტატისტიკური მონაცემები, კარტოგრაფიული მეთოდები და გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემების (GIS) კომპიუტერული მოდელირება. ეს უკანასკნელი იძლევა კვლევის პრობლემების ყოვლისმომცველ ხედვას, ახდენს ინფორმაციის ანალიზს და იძლევა პროგნოზირების საშუალებას. საკვლევ რეგიონად შერჩეულია რაჭა. კვლევის მიზანია გეოტურიზმის განვითარებისა და ახალი დაცული ტერიტორიების დაგეგმარებისთვის ტურიზმის ზონალობისა და კარტოგრაფიული ანალიზის საფუძვლების მომზადება. რაჭის რეგიონში ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს ბუნების კონსერვაციას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, მიგრაციის შეჩერებას და მოსახლეობის ეკონომიკურ სარგებლობას.


მიმაგრებული ფაილები:

ტურიზმის ზონალობის კარტოგრაფიული მეთოდები რაჭის რეგიონის მაგალითზე [ka]
ტურიზმის ზონალობის კარტოგრაფიული მეთოდები რაჭის რეგიონის მაგალითზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com