ka | en
TSU

სისხლის სიბლანტე, როგორც ავადმყოფობის დიაგნოსტიკური მეთოდი. სისხლის სიბლანტის ვისკოზიმეტრები მედიცინაში

ავტორი: გიორგი დათვიაშვილი
ანოტაცია:

სისხლი, ცოცხალი ორგანიზმის თხევადი ქსოვილია. იგი გულის ტუმბოს საშუალებით ცირკულირებს სისხლძარღვებში და სხვადასხვა ორგანოების ქსოვილებს ამარაგებს საკვები ნივთიერებითა და ჟანგბადით. სისხლი შედგება თხევადი კომპონენტების - პლაზმის, მასში გახსნილი ცილების და სხვადასხვა აგებულებისა და ფუნქციის უჯრედებისაგან. სისხლის ცირკულაციის უნარი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორებიცაა: გულის კუნთის ფუნქცია, სისხლძარღვების ტონუსი, სისხლის სიბლანტე და სხვა. თუ სისხლის სიბლანტე და შედედების უნარი გაიზარდა, ამ შემთხვევაში, მოსალოდნელია სისხლის მკვრივი მასების წარმოქმნა და სისხლძარღვებში მისი გადაადგილების შეფერხება, რაც სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. სისხლის სიბლანტე დამოკიდებულია პლაზმის სიბლანტეზე. პლაზმის სიბლანტე, თავის მხრივ, ცილების (ალუმინის, ფიბრინოგენის, იმუნოგლობულინების და ა.შ.) კონცენტრაციაზე. ფიბრინოგენს თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გამო მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სისხლის სიბლანტის რეგულაციაში. იგი ზრდის ერითროციტების აგრეგაციას, იწვევს სისხლის ნაკადის შენელებას და ლეიკოციტების ადჰეზიას სისხლძარღვების კედლებზე. ამის შედეგად იზრდება ენდოთელიუმის ანთებითი დაზიანების საშიშროება, რაც განაპირობებს იმას, რომ სისხლის პლაზმაში ფიბრინოგენის მაღალი შემცველობა კორელირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკთან.


მიმაგრებული ფაილები:

Blood viscosity as a diagnostic method of disease. Blood viscosity viscosimeters in medicine [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com