ავტორიზაცია

ტრიმეთოქსი(ვინილფენეთილ)სილანის მიღება და ხის კომპოზიციური მასალები მის ბაზაზე
ავტორი: ლიზი კაკალაშვილისაკვანძო სიტყვები: ტრიმეთოქსი(ვინილფენეთილ)სილანი, კომპოზიციური მასალები, დილს-ალდერის რეაქციები.
ანოტაცია:
შესწავლილია სტიროლის ვინილტრიმეთოქსისილანთან დილს-ალდერის რეაქციები და მიღებულია შესაბამისი ალკილური მიერთების პროდუქტი ტრიმეთოქსი(ვინილ- ფენეთილ)სილანი. სინთეზირებული პროდუქტის შედგენილობა და აღნაგობა დადგენილია მოლეკულური მასის და მოლეკულური რეფრაქციის განსაზღვრით, იწ, 1H, 13C, ჰეტერო Cozy და 29Si ბმრ სპექტრების საშუალებით. ლიტერატურაში არსებული მონაცემებიდან გამომ- დინარე ვთვლით, რომ დილს-ალდერის ალკილირების რეაქცია მიმდინარეობს ორთო- და პარა-მიერთების იზომერული პროდუქტების ნარევის წარმოქმნით. ბმრ სპექტრის სიგნა- ლების მიკუთვნება პარა- ან ორთო-მიერთების პროდუქტებისათვის გაძნელებულია. ვინაი- დან ადგილი აქვს ამ სიგნალების ურთიერთ გადაფარვას. ბმრ სპექტრები ჩვენს მიერ შესწა- ვლილია სხვადასხვა პროგრამებით: ChemBioDraw Ultra, Mestre Nova და 1H ბმრ სპექტრების იმიტირებული შესწავლის მეთოდებით, რომელთა გამოყენებით დადასტურებულია სიგნა- ლების გადაფარვა. ტრიმეთოქსისილილირებული სტიროლის “in situ“ პოლიმერიზაციით დიკუმოლის ზეჟანგის თანაობისას შემავსებლის ფიჭვის ხის ნახერხში, ცხლად დაპრესვის მეთოდით დამზადებული იქნა კომპოზიციური მასალები. ტრიმეთოქსისილილირებული სტიროლის და ნახერხის მასური თანაფარდობა იყო 5:95, სხვადასხვა ტემპერატურაზე და მიღებულია ეკოლოგიურად უსაფრთხო ხის პოლიმერული კომპოზიტები შესწავლილია კომპოზიტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები. დადგენილია, რომ კომპოზიტის დაპრესვის ტემპერატური გაზრდასთან ერთად მცირდება კომპოზიტების წყალშთანთქმა; იზრდება სიმტკიცის ზღვარი გაღუნვაზე და დარტყმითი სიბლანტის მნიშვ- ნელობა.