ავტორიზაცია
გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპები ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე - კუმულაციური ზემოქმედება, ეკოლოგიური ხარჯი
ავტორი: ლევან იოსელიანისაკვანძო სიტყვები: გეოლოგია, ჰიდროლოგია, ჰოდროენერგეტიკა, ეკოლოგიური ხარჯი, კუმულაციური ზემოქმედება.
ანოტაცია:
ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა დაკავშირებულია გარემოს პირვანდელი სახის ცვლილებასთან. პროექტის განხორციელების პარალელურად იცვლება და ზემოქმედებას განიცდის არსებული ეკოსისტემა, რომლის ჯაჭვურ რგოლში მონაწილეობს გარემოს შემადგენელი ყველა კომპონენტი. ზემოქმედებას ექვემდებარება და ცვლილებას განიცდის მდინარის ჰიდროლოგიური რეჟიმი, გეოლოგიური გარემო, აქტიურდება გეოდინამიკური პროცესები. კალაპოტის მორფოლოგიის ცვლილება იწვევს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაკარგვას, რაც სოციალურ გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკა მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული წყლის უხვი რესურსის მაქსიმალურად გამოყენებას და ჰიდროენერგეტიკის განვითარებას სახელმწიფო პრიორიტეტად განიხილავს, საკითხი მეტად აქტუალურია. მდინარეთა ეკოლოგიური ხარჯის სწორად განსაზღვრა, განაპირობებს ჰიდროენერგეტიკული პროექტების მდგრად განვითარებას, რაც გულისხმობს გენერაციის კოეფიციენტის მაღალ მაჩვენებელს, გარემოზე ზემოქმედების რისკების შემცირებას და გეოეკოლოგიური გარემოს (ეკოლოგიური, გეოლოგიური გარემო) სტაბილურობის შენარჩუნებას.
მიმაგრებული ფაილები:
გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპები ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე - კუმულაციური ზემოქმედება, ეკოლოგიური ხარჯი [ka]