ავტორიზაცია
ბაქტერიების ბიოლოგიური აქტივობების (გამრავლება დროში,ანტიბიოტიკების მოქმედება) ბიოფიზიკური ასპექტები.
ავტორი: ნატა გოლეთიანისაკვანძო სიტყვები: ბიოფიზიკა, ბაქტერია, ანტიბიოტიკები, გამრავლება დროში, ტურბიდიმეტრია
ანოტაცია:
მიკროორგანიზმების სამყარო და მათ ბიოლოგიურ აქტივობებზე დაკვირვება მნივნელოვანი ფაქტორია თანამედროვე მსოფლიოს ჯანდაცვისა და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის. ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების რეზისტენტულობის შესწავლა საშუალებას იძლევა სხვადასხვა ინფექციური დაავადებებთან მკურნალობის უკეთესი გზების ჩამოყალიბებაში. ბაქტერიები თანამედროვე კვლებებისას ზუსტ ინფორმაციებს იძლევიან მათი მოქმედების და აქტივობის, გამრავლების ან დათრგუნვის შესახებ. ნაშრომში დეტალურად არის დახასიათებული ბაქტერიები და მათი გამრავლების მათემატიკური ანალიზი, გარდა ამისა განხილულია ნაწლავის ჩხირი (Escherichia Coli) და ანტიბიოტიკების კლასები. ერთ - ერთი მთავარი საკითხია ასევე ანტიბიოტიკების მოქმედების პრინციპები. ანტიმიკრობული აგენტების ეფექტურობის დასადგენად და იმიტომ, რომ ბაქტერიების გამრავლებისას ხსნარის სიმღვრივე იზრდება კვლევის მეთოდად გამოყენებულია ტურბიდიმეტრი, რომელიც საშუალებას იძლევა უჯრედების გამრავლების პროცესი დაიმზიროს უწყვეტ დროის რეჟიმში, რაც მნიშვნელოვანია ანტიბაქტერიული აგენტებისა და ბაქტერიების მოქმედებების შესასწავლად, გარდა ამისა ტურბიდიმეტრიული მეთოდით შეიძლება გამრავლების სტაციონალურ ფაზაში ბაქტერიების ზრდის შეჩერების მიზეზების ახსნა. საბოლოოდ კი კვლევა ცხადყოფს, რომ ბაქტერიების გამრავლების დროს, სტაციონალურ ფაზაში, როცა საკვები არე ჯერ კიდევ არის და ბაქტერიების გამრავლების პროცესის ხელშემშლელი ფაქტორი სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორის კი ერთ - ერთი მთავარია ანტიბიოტიკებს მოქმედება ბაქტერიების და მათი რეზისტენტობის წინააღმდეგ. ანტიბიოტიკების გამოყენება და განვითარება კი დღესდღეობით მნიშვნელოვანი საშუალებაა ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად, ვაქცინების შექმნისთვის და სხვ
მიმაგრებული ფაილები:
ბაქტერიების ბიოლოგიური აქტივობების (გამრავლება დროში,ანტიბიოტიკების მოქმედება) ბიოფიზიკური ასპექტები. [ka]