ავტორიზაცია
PCL/ანტიბიოტიკიანი ნანონაწილაკების მიკრობ კანდიდაზე მოქმედების ეფექტურობის შესწავლა ფიზიკო-ბიოლოგიურ მეთოდებით“
ავტორი: სალომე ჩინჩალაძეთანაავტორები: ელენე ლომაძე
საკვანძო სიტყვები: PCL ნანონაწილაკები, კანდიდა, კეტოკონაზოლი
ანოტაცია:
ნაშრომი ეხება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია მიკრობებზე ანტიბიოტიკების მოქმედებასთან. აღნიშნულ თემატიკაზე მუშაობს ბევრი სამეცნიერო ცენტრი, ვინაიდან უკვე მრავალია ისეთი პათოგენური მიკრობები, რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ გამოირჩევიან რეზისტენტულობით. ჩვენ ნაშრომში შესწავლილია მიკრობი კანდიდა ალბიკანსი, რომელიც არის პათოგენური სოკოვანი მიკრობი (არა ბაქტერიული), არის ფართოდ გავრცელებული და ამავე დროს იგი ადვილად აინფიცირებს ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ვინაიდან იგი არის არა ბაქტერიული წარმომავლობის მიკრობი, მისი განადგურება შესაძლებელი ხდება მხოლოდ გარკვეული ტიპის ძლიერი ანტიბიოტიკების მოქმედებისას. ვიცით, რომ ანტიბიოტიკების მოხმარება ერთის მხრივ როგორც დადებით, ასევე უარყოფით შედეგს გვაძლევს, რადგანაც იგი მოქმედებს საზიანო და სასარგებლო ბაქტერიებზე ან მიკრობებზე და ანადგურებს მათ. ჩვენს შემთხვევაში ანტიბიოტიკი, კეტოკონაზოლი გვაქვს მოთავსებული ნანო ნაწილაკში PCL-ში, რომელსაც აქვს ფუნქცია და უზრუნველყოფს წამლის მიწოდებას, კონკრეტული სამიზნე უჯრებამდე დაუზიანებლად და ახდენს წამლის გამონთავისუფლებას იმ მიდამოში. PCL ნანონაწილაკში მოთავსებული წამლის ეფექტურობის დასადგენად ჩავატარეთ ცდები ტურბიდიმეტრის და დისკების მეთოდის გამოყენებით, რამაც ცხადყო, რომ ნანონაწილაკში მოთავსებული წამალი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე თავისუფლად მიწოდებული წამალი.