ავტორიზაცია
ულტრასონოგრაფიის მოქმედების პრინციპები და მისი გამოყენება მედიცინაში
ავტორი: გიორგი ღონღაძეანოტაცია:
ა ნ ო ტ ა ც ი ა ულტრასონოგრაფიის მოქმედების პრინციპები და მისი გამოყენება მედიცინაში გიორგი ღონღაძე ბიოლოგიურ ობიექტებში ულტრაბგერით გამოწვეული ცვლილებების სიდიდე და ხასიათი ერთი მხრივ დამოკიდებულია ულტრაბგერის სიხშირეზე, მის ინტენსივობასა და ზემოქმედების დროზე, ხოლო მეორეს მხრივ, თვით ობიექტის სტრუქტურულ თავისებურებებზე, მის ფიზიკო-ქიმიურ თვისებებზე. ადამიანის ორგანიზმზე ბგერითი ტალღების ზემოქმედებას აქვს როგორც დადებითი ეფექტები (ამ თვისების გამო ის გამოიყენება მაგალითად ექოსკოპირებისას), ასევე უარყოფითი გავლენა, რაც უჯრედშიდა სტრუქტურების დარღვევის დასაწყისია. ნაშრომში წარმოდგენილია ბგერითი ტალღების ირგვლივ არსებული ინფორმაცია და განხილულია ექოსკოპირების უპირატესობები.