ka | en
ავტორიზაცია
მზის ელემენტის დამზადების არატრადიციული ტექნოლოგიის დამუშავება
ავტორი: ალექსანდრე ლაცუზბაიასაკვანძო სიტყვები: მზე, ელექტროენერგია, არატრადიციული
ანოტაცია:
სადიპლომო ნაშრომში წარმოდგენილია ნახევარგამტარ სილიციუმის საფუძველზე მზის ელემენტის მიღების ტექნოლოგია და მისი ძირითადი ელექტრო–ფიზიკური პარამეტრების განსაზღვრა. მისი მიღების ტრადიციული ტექნოლოგია რთულია და მოითხოვს მრავალჯერად დიფუზიურ პროცესებს და ფოტოლიტოგრაფიას. გარდა ამისა, მზის ელემენტი გამოსხივების ენერგიას, შეიძლება ითქვას ამ და სხვა ბუნებრივი დანაკარგების გამო, ნაწილობრივ გარდაქმნის ელექტრულ ენერგიად. ამ წყაროს სრული გამოყენება შეფერხებულია და თანამედროვე ეტაპზე მთავარია შეიქმნას ისეთი მოწყობილობის კონსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს მზის ენერგიის გარდაქმნას ელექტრულში რაც შეიძლება მცირე დანაკარგებით. ნაშრომში განხილულია ასეთი მოწყობილობის შექმნის ერთ–ერთი ცდა.