ავტორიზაცია
დიდმასშტაბიანი სიჩქარისა და მაგნიტური ველების ფორმირება ბინარულ სისტემებში - წონასწორული ანალიზი
ავტორი: ელენე სარალიძესაკვანძო სიტყვები: თეთრი ჯუჯა ვარსკვლავები, ბინარული სისტემები, დიდ-მაშტაბიანი ვექტორული ველები, ბელტრამი-ბერნულის წონასწორობა
ანოტაცია:
ასტროფიზიკური ბინარული სისტემების კომპლექსურ კვაზი-ნეიტრალურ გარემოში, რომელიც შედგება რელატივისტური ძლიერად გადაგვარებული (d) ელექტრონულ- იონური გაზისაგან მცირე რელატივისტური ცხელი (h) ელექტრონულ-იონური გაზის მინარევით, წონასწორული ანალიზით ვაჩვენეთ, რომ სხვადასხვა ბუნების მქონე რელატივიზმის მახასიათებელ პარამეტრებს შორის განსხვავების გამო ჩნდება წონასწორობის კატასტროფული რღვევის შესაძლებლობა, შედეგად ადგილი აქვს ენერგიის გარდაქმნებს. ვაჩვენეთ დიდ-მასშტაბიანი სიჩქარის/მაგნიტური ველის კატასტროფული ფორმირება, რომლის დროსაც ხორციელდება ერთი სახის ენერგიის გადასვლა მეორე სახის ენერგიაში; როგორც ორივე ტემპერატურის ელექტრონების სითხეები, ისე იონების სითხე ამოცანაში მოძრავია. მიღებული შედეგები კლასიკურად მოძრავი იონებისთვის შევადარეთ უძრავი იონური სითხის ზღვრულ შემთხვევას. ვაჩვენეთ, რომ დიდ- მასშტაბიანი სწრაფი გადაგვარებული ელექტრონული დინების ფორმირება შესაძლებელია განმსაზღვრელი პარამეტრების განსაკუთრებით დიდ დიაპაზონში. ეს შედეგები მნიშვნელოვანია ვარსკვლავთა ევოლუციისა და კოლაფსის ამოცანების შესასწავლად.