ka | en
TSU

მოზარდი ვირთაგვების უჯრედების გამრავლებაზე ადამიანის ცერებროსპინალური სითხის თერმოსტაბილური ცილების ზემოქმედების შესწავლა

ავტორი: ანა ბუთხუზი
თანაავტორები: დიანა ძიძიგური; ირინა მოდებაძე; ლევან რუსიშვილი
საკვანძო სიტყვები: თერმოსტაბილური ცილების კომპლექსი (თცკ), ცერებრო-სპინალური სითხე, ჰიპოფიზის ადენომა.
ანოტაცია:

თანამედროვე ეტაპზე აქტიური კვლევის საგანს წარმოადგენს მრავალუჯრედიან ორგანიზმის უჯრედების ინტეგრაციაში ჩართული სასიგნალო მოლეკულების იდენტიფიცირება და მათი თერაპიული მიზნით გამოყენების შესაძლებლობის დადგენა. ასეთი მოლეკულების ჯგუფს მიეკუთვნება თერმოსტაბილური ცილების კომპლექსი (თცკ), რომელიც გამოყოფილია სხვადასხვა ორგანიზმის ქსოვილებიდან, რომლის აქტიური საწყისი, დაბალმოლეკულური ქვეფრაქცია ტრანსკრიპციის ინჰიბირებით უჯრედების პროლიფერაციის შეფერხებას იწვევს. ცენტრალური ნერვული სისტემის ჰომეოსტაზის - შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ცერებრო-სპინალურ სითხეს (ლიქვორს). გარკვეული პათოლოგიებების პირობებში მისი შემადგენილობა, რომელიც ჩვეულებრივ მუდმივია, როგორც ცნობილია, შეიძლება შეიცვალოს. ამ თვალსაზრისით საინტერესოა როგორ იცვლება ლიქვორის ქიმიურ შემადგენლობა თავის ტვინის ქსოვილის სიმსივნური ტრანსფორმაციის პირობებში. სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ადამიანის ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნური ტარანსფორმაციის პირობებში ცერებრო-სპინალურ სითხეში ზრდის შემაკავებელი თერმოსტაბილური ცილების იდენტიფიცირება და შედარებითი შესწავლა. გამოკვლევევბით დადგინდა, რომ ლიქვორი, რომელიც აღებული იყო პაციენტებისგან ჰიპოფიზის ადენომების ამოკვეთის შემდეგ, შეიცავს თერმოსტაბილური ცილების კომპლექსს. თუმცა, შედარებითი ელექტროფორეზული ანალიზით გამოვლინდა ასევე, რომ კომპლექსი არ შეიცავს დაბალმოლეკულრ ქვეფრაქციას - კომპლექსიის აქტიურ საწყის. მოზარდი ვირთაგვების სხვადასხვა ქსოვილზე ლიქვორის თცკ-ს ზემოქმედების შედეგად არ გამოვლინდა ამ კომპლექსით უჯრედების გამრავლების შეფერხების უნარი. მიღებული შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ: 1. ჰიპოფიზის ადენომას მქონე პაციენტების ლიქვორი შეიცავს თერმოსტაბილური ცილების კომპლექსს; 2. ლიქვორის თცკ არ ახდენს დამთრგუნველ ზემოქმედებას მოზარდი ვირთაგვების სხვადასხვა ქსოვილის პროლიფერაციულ აქტიურობაზე, რაც მის შემადგენლობაში დაბალმოლეკულური კომპონენტის არარსებობით აიხსნება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com