ka | en
TSU

კრეატინის მოდულატორული გავლენა NMDA რეცეპტორის და Na+/K+ ATP-აზას ურთიერთქმედების პროცესზე ხანგრძლივი ფსიქო-ემოციური სტრესის პირობებში

ავტორი: ნათია გულიაშვილი
თანაავტორები: ნანა კოშორიძე, მარიამ შენგელია
საკვანძო სიტყვები: სტრესი, სოციალური იზოლაცია, ცირკადული რიტმი, ჰიპოკამპი, NMDA-რეცეპტორი, ფერმენტი Na+/K+ ATP-აზა, კრეატინი
ანოტაცია:

სოციალური იზოლაცია და ცირკადული რიტმის დარღვევა წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრეს-ფაქტორებს, რომლელიც გავლენას ახდენს უჯრედში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებზე, კერძოდ ადგილი აქვს ენერგეტიკული პროცესებისა და ანტიოქსიდანტური სისტემის აქტივობის დაქვეითებას. აღნიშნულ პროცესებში ჩართულია სხვადასხვა ფერმენტული სისტემები. მათ შორის აღსანიშნავია ფერმენტი Na+/K+ ATP-აზა, რომელიც განსაკუთრებით მაღალაქტიურია თავის ტვინში და აქტიურად არის ჩართული ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. თუმცა, ფერმენტ Na+/K+ ATP-აზას როლი და აქტივობის ცვლილების ხასიათი სტრესულ პირობებში საკმაოდ ბუნდოვანია. ცნობილია, რომ ფერმენტ Na+/K+ ATP-აზას აქტივობა კავშირშია გლუტამატურ NMDA-რეცეპტორის მუშაობასთან. სავარაუდოდ, ფერმენტ Na+/K+ ATP-აზას აქტივობის დაქვეითების მიზეზს წარმოადგენს სტრესის პირობებში NMDA-რეცეპტორის აქტივაცია და უჯრედში კალციუმის იონების რაოდენობის მატება. ცნობილია, რომ კალციუმის იონების მატება ციტოტოქსიკურია და მთელი რიგ პათოლოგიური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ნაერთის მოძიება, რომელსაც შეუძლია NMDA-რეცეპტორის აქტივობის მოდულირება და შესაბამისად ორგანიზმის დაცვა პათოლოგიური ცვლილებებისგან. ამ მხრივ საინტერესოა ნივთიერება კრეატინი, რომელსაც აქვს მოდულატორული როლი NMDA-რეცეპტორის აქტივობაზე. კვლევის მიზანი იყო დაგედგინა, თუ როგორ ზემოქმედებს NMDA-რეცეპტორის აქტივობის ცვლილება ფერმენტ Na+/K+ ATP-აზას აქტივობის ცვლილებაზე და კრეატინის მოდულატორული როლი NMDA-რეცეპტორის აქტივობაზე ხანგრძლვი ფსიქო-ემოციური სტრესის პირობებში, რაც თავის მხრივ კორელაციაშია ფერმენტ Na+/K+ ATP-აზას აქტივობის ცვლილებასთან.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com