ka | en
TSU

ბაქტერიებით ტრინიტროტოლუოლის დეტოქსიკაციის დადგენა ფიზიკური მეთოდების გამოყენებით

ავტორი: სალომე მურჯიკნელი
თანაავტორები: ელენე ლომაძე
საკვანძო სიტყვები: ტრინიტროტოლუოლი, ბაქტერია, ტურბიდიმეტრია, სპექტროფოტომეტრია
ანოტაცია:

ჩვენი სამუშაოს მიზანია გავზარდოთ ბაქტერიების კულტურები რომელთაც შეეძლებათ ენერგიის წყაროდ გამოიყენონ ტრინიტროტოლუოლი. ბაქტერიებს უნდა შეეძლოთ 2,4,6,-ტრინიტროტოლუოლის გამოყენება, როგორც ნახშირბადის და აზოტის ერთადერთი წყაროსი. ჩვენ ვიყენებთ ორი სახის ბაქტერიას (ეშერიხია კოლი და ფსევდომინა აუროგენოსა ), რომელთა საკვებ არეში ნელ-ნელა გავზრდით ტნტ-ს კონცენტრაციას, რათა მივიღოთ ტნტ-ს დამშლელი შტამები. ბაქტერიების ტრინიტროტოლუოლის არეში გაზრდის მონიტორინგს ტურბიდიმეტრიული მეთოდით მოვახდენთ. საკვებბარეში ტროტილს შეჩვეულ ბაქტერიებს მოვათავსებთ ტურბიდიმეტრში საკვებ არესთან ერთად. შემდეგ დაემატება ტროტილი და დაკვირვებას მოვახდენსთ კომპიუტერულად გრაფიკის მეშვეობით. საბრძოლო იარაღების და საომარი ტექნიკის განვითარებას ესაჭოროება გამოსაცდელი პოლიგონები, ანუ ომების არ არსებობის დროსაც იარაღებისა და ასაფეთქებელი მასალების გამოცდის დროს ხდება ნიადაგის, ჰაერისა და წყლების დაბინძურება როგორც სხვა ქიმიკატებით ასევე 2,4,6,-ტრინიტროტოლუოლის ნარჩენებით. არომატულ რგოლში სიმეტრიულად განლაგებული სამი ნიტრო ჯგუფის გამო ტნტ უფრო მდგრადია მიკრობული დაშლის მიმართ ვიდრე მონო და დი ნიტროროლუოლი. შესაბამისად ტრონიტროტოლუოლი ცოცხალი ორგანიზმების უმეტესობისათვის ტოქსიკურია. ჩვენი ექსპერიმენტისა და კვლების საბოლოო შედეგად შეგვიძლია მივიღოთ მიკროორგანიზმები, რომელთაც შეუძლიათ ტროტილის დაშლა/დეტოქსიკაცია. მათი მეშვეობით შესაძლებელი იქნება დაბინძურებული ნიადაგისა და წყლების გასუფთავება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com