ka | en
TSU

ყველა ერთში გიტარის სტუდია Web Audio-ის გამოყენებით

ავტორი: კონსტანტინე კუტალია
საკვანძო სიტყვები: ელექტრო გიტარა, ვებ დეველოპმენტი, ვებ ესემბლერი, ვებ აუდიო
ანოტაცია:

ელექტრო გიტარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია. მათი ხმა გსმენიათ ურიცხვ პოპ, ჯაზ თუ როკ ჩანაწერზე. ეს ლეგენდარული ხმები წარმოიქმნება ხმის გამაძლიერებლის სახელით ცნობილი ელექტრო მოწყობილობით. მათ გარეშე ელექტრო გიტარის გაგონება თითქიმს შეუძლებელი იქნებოდა. გიტარის გამაძლიერებლების პირველი თაობები სიგნალის გასაძლიერებლად იყენებდნენ ვაკუუმის ნათურებს. 1970-იანებში, როცა ტრანზისტორული ტექნოლოგია ფართოდ დამკვიდრდა, ტრანზისტორის ხმის გამაძლიერებლებიც პოპულარული გახდა, თუმცა ბევრი გიტარისტი კვლავ ნათურების სავსე და თბილ ჟღერადობას ამჯობინებდა. 1990-იანების ბოლოს ორივე სახის ციფრული სიმულაციები გამოჩნდა Line 6 POD გიტარის ეფექტების პროცესორის სახით. ამან თავისი მოხერხებულობის, სიიაფის, მოვლის აუცილებლობის არარსებობის და სხვა ფაქტორების გამო დიდი ინტერესი გააღვივა, თუმცა მისი ხმა, ზოგადად, ანალოგურზე უარესად მიიჩნეოდა. 2000-იანებში ციფრულ სიმულაციათა უამრავი სახესხვაობა გამოჩნდა სხვადასხვა პლატფორმაზე. 2010-იანების ბოლოს ციფრულმა სიმულაციებმა ახალ დონეს მიაღწიეს, ეს კი ისეთი პროდუქტების დამსახურებაა, როგორიცაა Kemper Profiling Amp, რომელსაც ავტომატურად შეუძლია ახალი გამაძლიერებლის სიმულაციის წარმოქმნა მომხმარებლის მიერ მიწოდებული ხმოვანი სიგნალების მიხედვით. მან თავი მრავალი საუკეთესო პროდიუსერის სტუდიაში დაიმკვიდრა. მხოლოდ რამდენიმე წლის წინ პირველი ვებ-ბრაუზერში ჩაშენებული გამაძლიერებლის სიმულაცია გამოჩნდა, რომლებიც Web Audio API-ის იყენებდნენ. ისინი ცდილობდნენ კომპიუტერით ელექტრო გიტარის დაკვრა ცოტათი უფრო მოსახერხებელი გაეხადათ, რადგან ადგილობრივ აპლიკაციებს სჭირდებათ დაყენება და პლატფორმაზე დამოკიდებულები არიან. ამის შემდეგ ამ იდეის განსახორციელებლად ბევრი რამ არ გაკეთებულა, ამასობაში კი Web Audio API დაიხვეწა. ეს ნაშრომიც სწორედ ზემოთ აღწერილ საკითხზე მუშაობას ისახავს იმზნად. ძირითადი შედეგები პასუხობს ამ მიზანს ადგილობრივთან მიახლოებული ვებ აპლიკაციის შემოთავაზების სახით. თავისთავად სიახლეს წარმოადგენს ვებ-სივრცეში დანერგილი უახლესი ტექნიკური მიღწევების, როგორც UI-ში, ისე ხმის პროცესინგში, ერთიანად გამოყენება.


მიმაგრებული ფაილები:

ყველა ერთში გიტარის სტუდია Web Audio-ის გამოყენებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com