ka | en
TSU

on-line გადახდის სისტემის კონცეპტუალური მოდელის შემუშავების თავისებურებები

ავტორი: ზურაბი ნოზაძე
საკვანძო სიტყვები: ონლაინ გადახდა ელექტრონული კომერცია რეაქტი ფაირბეისი
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომი ეხება e-comerce-სა და on-line გადახდის სისტემის კონცეპტუალური მოდელის შემუშავების თავისებურებებს. მოცემულ თემასთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტებისა და ცნობილი მკვლევრების სტატიების შესწავლის შედეგად ნათელი გახდა, რომ დღეისათვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროა. ამის გამომწვევი უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს. სწორედ ეს ფაქტორებია გაანალიზებული და შეფასებული მიმდინარე ნაშრომში. ასევე წარმოდგენილია on-line გადახდის სისტემის კონცეპტუალური მოდელი. მოდელი ძირითადად სამი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ● ბარათის ავტორიზაცია ● payment gateway ● payment processor თითოეული ეტაპი დეტალურად არის ტექსტში აღწერილი. ასევე ნაჩვენებია ძირითადი მოთხოვნები და ასპექტები, რომლებსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენი ბიზნესი, თუ მისი ონლაინ სფეროში განთავსება გვინდა. ამ მოდელის საფუძველზე შექმნილია ონლაინ გადახდის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტიტეტის სტუდქალაქის გადახდის სისტემის ოპტიმიზაციასა და გაციფრულებას. სისტემის რეალიზაციისთვის კი გამოყენებულია თანამეფროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო, Javascript-ის ბიბლიოთეკა, რომლის უკან Facebook-ი დგას, ReactJS-ი და ყველაზე მოსახერხებელი და ამ მაშტაბებისთვის უფასო ხელსაწყო Firebase, რომლის უკანაც Google დგას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com