ავტორიზაცია
მართვის სისტემის შემუშავება ვორდპრესის კომპლექსური საიტისათვის
ავტორი: ილია ჩიხლაძეანოტაცია:
თანამედროვე რეალობაში ვებ-ფრეიმვორკების და ზოგადად ვებზე დაფუძნებული კონტენტ-მენეჯმენტ სისტემების (CMS) როლი საგრძნობლად გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო იმ დიდმა მოთხოვნამ რომელიც დღეს არსებობს ინტერნეტ ტექნოლოგიებზე განსაკუთრებით პანდემიურ ვითარებში. ამასთანავე გაჩნდა კითხვები, თუ რომელი ტექნოლოგია გამოვიყენოთ და რატომ? რა რესურსს მოითხოვს ეს ყველაფერი, რამდენად მომგებიანია მათში ინვესტირება და ა.ს. არჩევანი კი საკმაოდ რთული გასაკეთებელია, თუმცა ყველა თანხმდება რომ ფასისა და ხარისხის ოპტიმალური შეფარდება უმნიშვნელოვანესია. თუმცა ვებ დეველოპერები ძირითად შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებენ გარკვეული ანალიზის ჩატარების შემდგომ. კითხვები ძირითადად შემდეგია: რამდენად გამოცდილია ტექნოლოგია? არის თუ არა ხარისხიანი დოკუმენტაცია, პოპულარულია თუ არა, რამდენად სწორად არის შერჩეული მოცემული ტექნოლოგია მომზადებული დიზაინის ასაწყობად, იქნება თუ არა უსაფროთხო და სწრაფი, და ყველაზე მთავარი, შეუძლია თუ არა მოცემულ ტექნოლოგიას სწრაფად და ხარისხიანად გაართვას თავი იმ ფუნქციონალურ და არაფუნქციონალურ მოთხოვნას, რაც დამკვეთს გააჩნია. გადაწყვეტილების მიღება აქაც რთულია, რადგან დღესდღეისობის არსებობს უამრავი ტექნოლოგია, როგორც ფრეიმვორკებში ასევე კონტენტ მენეჯმენტ სისტემებშიც. მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს კვლევის და პრაქტიკული პროექტის საფუზველზე წამოადგინოს თუ რომელ ტექნოლოგიას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, და რატომ. ასევე წარმოდგენილი იქნება თუ რა ინტელექტუალურ და მატერიალურ რესურს მოითხოვს ეს ტექნოლოგიები. მიმოვიხილავთ WordPress CMS-ს, რაზე დაფუძნებითაც არის შექმნილი ჩვენი პროექტი და რა მოთხოვნების საფუძველზე შევარჩიეთ ის. შევეხებით დიზაინს და ბაზის არქიტექტურის იმ დეტალებს, რომლებიც კობინირებულად ქმნიანდ ვებ აპლიკაციას. ასევე მიმოხილულია ვორდპრესის მახასიათებლები, გამოყენების და გავრცელების სტატისტიკა, შექმნის და განვითარების ისტორია, და ბოლოს მოცემულია ფინანსური კველვა, რომელიც ნათლად დაგვანახებს შერჩეული CMS -ის ძირითად უპირატესობებს.