ავტორიზაცია
IoT BCI პერსპექტივა
ავტორი: დემური ლომსაძეთანაავტორები: ლელა მირცხულავა
საკვანძო სიტყვები: ელექტროენცეფალოგრაფია, ნივთების ინტერნეტი, სიგნალის დამუშავება, ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი
ანოტაცია:
ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ტემპი უფრო და უფრო ამცირებს ადამიანის ყოველდღიურობაში რუტინულ იტერაციულ ქცევებს და სამომავლო პერსპექტივისთვის გვთავაზობს, ადამიანის, როგორც მომხმარებლის ეფექტორ მოწყობილობებთან არსებული ფიზიკური ინტერაქციის ტიპიური მეთოდების - ვიზუალური, ხმოვანი თუ აკრეფითი, ახალ დონეზე გადასვლას - განზრახვის გადამთარგმნი მოწყობილობებით ურთიერთქმედებას. ამ ნაშრომში განხილულია ელექტროენცეფალოგრაფიით (EEG) ტვინის ტალღების სიგნალების მოპოვებისა და შემდგომი დამუშავების არაინვაზიური ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) მეთოდოლოგიები, რომელთა ინტეგრირებაც შესაძლებელია როგორც მედიცინაში, ასევე ნივთების ინტერნეტის (IoT) გარემოში. მიღებული გადაუმუშავებელი მონაცემების დამუშავების წარმოდგენილ მეთოდებში გამოიყენება: MATLAB -ში ჩაშენებადი EEGLAB -ის ხელსაწყო; ღია წყაროს (open source) პროგრამული უზრუნველყოფითა და შემცირებული კომპონენტებით აწყობილი მოწყობილობის ESP32 მიკროკონტროლერი; საკუთრების პროგრამული უზრუნველყოფის (proprietary software), ადვილად გამოსაყენებადი, კომერციალიზებული მოწყობილობით ერთიანი ღრმა სწავლების ფრეიმვორკი (DL Framework).
მიმაგრებული ფაილები:
IoT BCI პერსპექტივა [ka]