ავტორიზაცია
მსჯავრდებულებთან საკომუნიკაციო ონლაინ პლატფორმა
ავტორი: საბა გოცირიძეთანაავტორები: საბა გოცირიძე, ნია სალუქვაძე
საკვანძო სიტყვები: ვიდეო ზარი, ვიზიტორი, ვირტუალური შეხვედრა, მსჯავრდებული
ანოტაცია:
წარმოდგენილი ნაშრომი ითვალისწინებს ახალი სისტემის შექმნას, რომლის მიზანია შესაძლებლობა მისცეს მსჯავრდებულსა და ვიზიტორს ფიზიკური შეხვედრის გარეშე, ვირტუალურად დაამყარონ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ამ საკითხის აქტუალობა სულ უფრო მეტად იზრდება, ვინაიდან არაერთი სერვისის გაციფრულებისა და გადისტანციურების საჭიროება შეიქმნა დღევანდელ რეალობაში, მათ შორის მსჯავრდებულებთან ე.წ. „პაემნის“ მოწყობის. სწორედ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, გადაწყდა, შექმნილიყო ახალი პლატფორმა, რომელიც მკვეთრად გაამარტივებდა და დახვეწდა ონლაინ შეხვედრის მოწყობის უკვე არსებულ პროცესს მსჯავრდებულსა და ვიზიტორს შორის. ამასთანავე, უფრო ორგანიზებულს, კომპაქტურსა და მოქნილს გახდიდა სისტემას, რომელსაც პრობაციის ეროვნული სააგენტო სთავაზობს ამ სერვისით დაინტერესებულ პირებს. სახელდობრ, შეიქმნება ცალკე მდგომი სისტემა, ჩაშენებული არაერთი საჭირო მოდულითა და ფუნქციონალით, რომელიც გისოსებს მიღმა ვირტუალურად კომუნიკაციას უზრუნველყოფს.