ka | en
TSU

ციფრული რეგისტრაცია და მისი გამოწვევები ფიზიკური პირებისათვის

ავტორი: გურამ ხასია
საკვანძო სიტყვები: ონლაინ რეგისტრაცია, ციფრული რეგისტრაცია
ანოტაცია:

გამოთქმა „ციფრული რეგისტრაცია“ ფართოდ არის გამოყენებადი ონლაინ მარკეტინგში. ის აღნიშნავს პრაქტიკას, სადაც რეგისტრაცია ბანკის ანგარიშზე ან სხვა საბანკო სერვისზე არის მთლიანად ონლაინ რეჟიმზე გადასული. ციფრული რეგისტრაციის განვითარება ახალი მომხმარებლებისთვის, საშუალებას იძლევა, რომ რეგისტრაციის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამარტივებული და კომფორტული. ის არის ოფიციალური დასაწყისი პირდაპირი ურთიერთობისა კლიენტისთან. პროექტის მიზანია, შეიმუშაოს ფიზიკური პირების სრულიად ციფრული რეგისტრაციის პროცესი, რომელიც დამყარებულია კლიენტის დისტანციური იდენტიფიკაციის მეთოდებზე. ასეთი აპლიკაციის ძირითადი ფუნქციონალი საჭიროებს, რომ მას შეეძლოს კლიენტის იდენთიფიკაცია. ეს შესაძლებელი იქნება რამდენიმე პუნქტის გათვალისწინებით: ფოტოს გადაღებით, ვიდეო დავალების მიცემით, რომელიც დაადგენს არის თუ არა კამერასთან მდგომი ადამიანი რეალური, პირადობის მოწმობის გადაღების და დამოწმების ფუნქციონალით. აპლიკაციამ უნდა ამოიღოს ინფორმაცია გადაღებული პირადობიდან მონაცემები და უნდა შედარდეს რეალურ მონაცემებს (ფოტო, პირადი მონაცემები). ჩვეულებრივი რეგისტრაცია მოითხოვს დაახლოებით 3 კვირას, თუმცა ციფრული რეგისტრაციის დროს საჭიროა 3 წუთი ან ნაკლები საშუალოდ



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com