ka | en
TSU

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ავტომატური ფორმირება

ავტორი: თორნიკე ჩაკვეტაძე
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომი შეეხება თვითმომსახურების პროგრამის დანერგვას საზოგადოებრივ ადგილებში, როგორიცაა მაგალითად: იუსტიციის სახლი, სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, საბაჟოები , სხვადასხვა სამინისტროები. პროგრამის მთავარი მიზანია, სისტემაში გააერთიანოს სხვადასხვა ტიპის მონაცემები, დეკლარაციები, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციები ფიზიკურ პირებზე. ჩვენი სისტემა კონკრეტულად შეეხება ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ამ შემთხვევაში კონკრეტულ, ერთ სფეროზეა მორგებული, შესაძლებელია მისი განზოგადება და სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში დანერგვა. სისტემის ძირითადი უპირატესობები შეგვიძლია შემდეგნაირად გამოვყოთ: • ხელს უწყობს დროის სწორ მენეჯმენტს. • შესაძლებელია ერთ ადამიანზე სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მიღება. • ამცირებს კომპანიისა თუ კონკრეტული დაწესებულების ხარჯებს, რადგან ამ შემთხვევაში ნაკლები ოპერატორია საჭირო. • მაქსიმალურად ერგება კონკრეტულ მომხმარებელს, რაშიც იგულისხმება ის, რომ პიროვნებას შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ენა. • მარტივია სამართავად და განსავითარებლად დეველოპერის მიერ. გამომდინარე იქედან, რომ პროგრამა პირდაპირ კავშირშია მომხმარებლებთან, მათ პირად ინფორმაციებთან და ასევე მატერიალურ ღირებულებებთანაც, მნიშვნელოვანია ის იყოს სანდო, ზუსტი, უსაფრთხო და უნივერსალური. სწორედ ამ შემთხვევაში იქნება ის ღირებული და მნიშვნელოვანიც.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com