ka | en
TSU

მომხმარებელთა მართვა on-line გადახდის სისტემებში

ავტორი: ლაშა ტყემალაძე
თანაავტორები: გივი ტყემალაძე,ზურა ნოზძე
საკვანძო სიტყვები: e-commerce, ელექტრონული გადახდის სიტემა
ანოტაცია:

საამაგისტრო ნაშრომში განხილულია მომხმარებლის ქცევის შესწავლა ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული კომერციის ზოგადი პრინციპები და თავისებურებები, მათ შორის ელექტრონული კომერციის მიმართულებები და მოდელები. შესწავლილია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება მსოფლიო კომერციაში, მათ შორის ელექტრონული კომერციის განვითარების ტენდენციები მსოფლიო ბიზნესში და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მეცნიერულტექნიკური პროგრესის ფარგლებში ინტერნეტი, როგორც ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგია, არამხოლოდ მნიშვნელოვანი რესურსია ჩვენი ყოველდღიური ყოფის, არამედ სხვადასხვა საქმიანობის მართვის ძირითად იარაღს წარმოადგენს, რაც აისახა დროისა და მატერიალური დანახარჯების ეკონომიაზეც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შევქმენით სისტემა რომლის საშულებითაც სტუდენტებს ექნებათ საშუალება დისტანციურად წარადგინონ სტუდენტური საცხოვრებლის საფასურის დაფარვის დოკუმენტი, რაც ხელს შეუწყობს მათი დროითი რესურსის დაზოგვას და ასევე გაამარტივებს ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის ურთიერთობას. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ავირჩიეთ თანამედროვე ტექნოლოგიები რომელიც ბაზარზე აქტიურად გამოიყენება და აქვს დიდი ნდობა დეველოპერების მხრიდან. ვებ აპლიკაციის მომხმარებლის მხარისთვის გამოვიყენეთ React.js ხოლო მონაცემების შენახვა დამუშავებისთვის გუგლის ერთ-ერთი ცნობილი პროდუცტი FireBase და FireStore.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com