ka | en
TSU

ფლავანოიდების მოქმედების შესწავლა ვირთაგვების ტვინში ზოგიერთი ანტიოქსიდანტური ფერმენტის აქტივობაზე

ავტორი: თამთა მახათაძე
ანოტაცია:

ბოლო პერიოდში გარემო ფაქტორებით გამოწვეული ნეგატიური ფაქტორებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ჟანგვითმა სტრესმა,რომლის ფონზეც ცოცხალ ორგანიზმებში ვითარდება ისეთი ნეგატიური პროცესები როგორიცაა ინსულტი,ინფაქტი, სიბერესთან დაკავშირებული დაავადებები... ცოცხალ ორგანიზმებს ჟანგვითი სტრესისგან თავდასაცავად აქვთ ანტიოქსიდანტური სისტემა,რომელიც ორ ჯგუფად იყოფა:ფერმენტულ და არაფერმენტულ სისტემებად .ფერმენტულს მიეკუთვნება სუპეროქსიდდისმუტაზა,კატალაზა,პეროქსიდაზები.. არაფერმენტულს კი ვიტამინები,ფლავანოიდები... ფლავანოიდები წარმოადგენენ მცენარის მეორად მეტაბოლიტებს,რომლებიც ამცირებენ თავისუფალრადიკალური პროცესების ინტენსივობას,იცავენ ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან. ისინი ამჟღავნებენ ანტიოქსიდანტურ აქტივობას in vitro,რაც კარგად არის შესწავლილი,რაც შეეხება მის მოქმედებას in vivo ნაკლებად არის განხილული.მათ შესაძლებელია გამოავლინონ პროოქსიდანტური აქტივობასც,რაც დამოკიდებულია მათ კონცენტრაციაზე. ანტიოქსიდანტური სისტემის ფერმენტული და არაფერმენტული სისტემის მოქმედება შესწავლილია,თუმცა მათი ურთიერთდამოკიდებულება პათოლოგიისა და ნორმის მდგომარეობაში ნაკლებადაა განხილული,აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი კვლევის მიზანი იყო ქართული ყურძნის ჯიშის საფერავიდან გამოყოფილი ფლავანოიდური ფრაქციისა და სუფთა კვერცეტინის მოქმედების შესწავლა ,რომლებიც წამოადგენენ არაფერმენტულ ანტიოქსიდანტებს,ფერმენტული ანტიოქსიდანტების კატალაზასა და სუპეროქსიდდისმუტაზას ფერმენტულ აქტივობაზე.აღნიშნული ფერმენტები დიდ როლს თამაშობენ თავისუფალი რადიკალებისგან გამოწვეული მრავალი პათოლოგიების პროფილაქტიკასა და პრევენციაში.მაგალითად როგორებიცაა გულსისძარღვთა დაავადებები,რესპირატორული დაავადებები. ექსპერიმენტის დასაწყისში საფერავის ჯიშის ყურძნისგან ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ტვინიდან გამოვყავით ფლავანოიდური ფრაქცია,სადაც განვსაზღვრეთ ფრავანოიდებისა და ფენოლების ჯამური შემცველობა.შემდგომ შევისწავლეთ 4 in vivo მათი მოქმედება ვირთაგვის ტვინში ანტიოქსიდანტური ფერმენტების,კატალაზასა და სუპეროქსიდდისმუტაზას, აქტივობაზე. მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ საცდელ ვირთაგვებში ქვერცეტინისა და ტვინიდან გამოყოფილი ფლავანოიდების ფრაქციის 5 დღიანმა ინექციამ,საბოლოო კონცენტრაციით 20 მგ/კგ-ზე, რაიმე სარწმუნო ზემოქმედება ტვინში კატალაზასა და სუპეროქსიდდისმუტაზას ფერმენტთა აქტივობაზე არ გამოავლინა,რაც სავარაუდოდ განპირობებულია ნორმის ფარგლებში პროოქსიდანტური ზეჟანგური ჟანგვის სისტემის დაბალი დონით



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com