ka | en
TSU

ფლავონოიდების მოქმედებით გამოწვეული ვირთაგვას ღვიძლის ჯამური ანტიოქსიდანტური მახასიათებლების შესწავლა

ავტორი: ქეთევან ცანავა
თანაავტორები: ქეთევან ცანავა
ანოტაცია:

უკანასკნელ ხანებში გარემო ფაქტორებით გამოწვეული ნეგატიური ფაქტორებიდან დიდ ყურადღებას იქცევს ჟანგვითი სტრესი, რის ფონზეც ცოცხალ ორგანიზმებში ვითარდება, ნეგატიური პროცესები მაგალითად, სიბერესთან დაკავშირებული დაავადებები, ინფაქტი, ონგოკოლოგიური დაავადებები, რესპირატორული დაავადებები... ორგანიზმებს ჟანგვითი სტრესისგან თავის დასაცავად აქვთ ანტიოქსიდანტური სისტემები, რომელიც ორ ჯგუფად იყოფა: ფერმენტულ და არაფერმენტულ სისტემებად. ფერმენტულს მიეკუთვნება სუპეროქსიდდისმუტაზა, კატალაზა, პეროქსიდაზები.. არაფერმენტულს კი ფლავანოიდები, ვიტამინები,... ფლავანოიდები მცენარის მეორადი მეტაბოლიტებია, ისინი ამცირებენ თავისუფალრადიკალური პროცესების ინტენსივობას, რითაც იცავენ ორგანიზმს ჟანგვითი სტრესისგან. ამჟღავნებენ ანტიოქსიდანტურ აქტივობას in vitro , რაც კარგად არის შესწავლილი, მისი მოქმედებას in vivo ნაკლებად არის გამოკვლეული. მათ შესაძლებელია გამოავლინონ პროოქსიდანტური აქტივობაც , რაც პირდაპირ კავშირშია მათ კონცენტრაციასთან. ანტიოქსიდანტური სისტემის ფერმენტული და არაფერმენტული სისტემის მოქმედება შესწავლილია, თუმცა ერთმანეთთან მათი დამოკიდებულება პათოლოგიისა და ნორმის მდგომარეობაში ნაკლებადაა გამოკვლეული, აქედან გამომდინარე ჩვენი კვლევის მიზანი იყო ქართული ყურძნის ჯიშის, საფერავიდან გამოყოფილი ფლავანოიდური ფრაქციისა და სუფთა კვერცეტინის მოქმედების გამოკვლევა, რომლებიც წამოადგენენ არაფერმენტულ ანტიოქსიდანტებს, ამცირებენ თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის ინტენსივობას, გამოვიკვლიეთ ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის ერთერთი საბოლოო პროდუქტის - მალონის დეალდეჰიდის კონცენტრაციის მატება. ექსპერიმენტის დასაწყისში, საფერავის ჯიშის ყურძნისგან ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინიდან გამოვყავით ფლავანოიდური ფრაქცია, მასში განვსაზღვრეთ ფრავანოიდებისა და ფენოლების ჯამური შემცველობა. ამის შემდგომ შევისწავლეთ in vivo მათი მოქმედება ვირთაგვის ღვიძლში ჯამურ ანტიოქსიდანტურ აქტივობაზე მალონის დეალდეჰიდის კონცენტრაციის ცვლილების დადგენით. მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ საცდელ ვირთაგვებში ქვერცეტინისა და ღვინიდან გამოყოფილი ფლავანოიდების ფრაქციის 5 დღიანმა ინექციამ რაიმე სარწმუნო გავლენა ვერ აჩვენა ვირთაგვის ღვიძლში ჯამურ ანტიოქსიდანტურ მახასიათებლებზე.  



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com