ka | en
TSU

კეტოპროფენის ენანტიომერების ადსორბციის ქრომატოგრაფიული კვლევა პოლისაქარიდული ბუნების ზოგიერთ ქირალურ ადსორბენტზე

ავტორი: ალუდა ჭელიძე
საკვანძო სიტყვები: ენანტიომერები, თერმოდინამიკური პარამეტრები, ენთალპია, ენტროპია
ანოტაცია:

ჩვენი კვლევის მიზანი იყო ენანტიომერების დაყოფის თერმოდინამიკური პარამეტრების შესწავლა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში, რაც საშუალებას იძლევა მოცემული ნივთიერებისთვის, მოცემულ სვეტზე წინასწარ განისაზღვროს ანალიზისთვის საჭირო პირობები და მიღწეულ იქნას სასურველი სელექტიურობა და ელუირების რიგი. ექსპერიმენტებისთვის შეირჩა მჟავა ბუნების ნივთიერება, კერძოდ არილპროპიონის მჟავას ნაწარმი, მისი წარმომადგენლები არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებია. ამ ჯგუფის წამლები გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. მათი სტერეოიზომერების დაყოფა მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად მხოლოდ ერთი ენანტიომერი ხასიათდება ფარმაკოლოგიური აქტიურობით, ხოლო მეორე უმოქმედო ან ტოქსიკურიც კი არის. მოცემულ ნაშრომში განხილულია არილპროპიონის მჟავას ნაწარმის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი- კეტოპროფენი. ექსპერიმენტში გამოვიყენეთ ამილოზა ტრის(3,5-დიმეთილფენილკარბამატის), ცელულოზა ტრის(3,5-დიმეთილფენილკარბამატის) და ცელულოზა ტრის(3-ქლორო-4-მეთილფენილკარბამატის) სილიკაგელზე დაფენით მომზადებული ქირალური სტაციონარული ფაზები. ანალიზები ჩატარდა სხვადასხვა ტემპერატურაზე და ერთი და იმავე მოძრავი ფაზის გამოყენებით. გაანალიზებული ნივთიერების დაყოფის ფაქტორის ნატურალური ლოგარითმის დამოკიდებულების გრაფიკის მიხედვით აბსოლუტური ტემპერატურის შებრუნებულ სიდიდეზე, გამოვთვალეთ ადსორბციის ენთალპიისა და ენტროპიის მნიშვნელობები და მათი სხვაობები ორივე ენანტიომერისთვის. შევისწავლეთ ენტროპიულ თუ ენთალპიურ ხასიათს ატარებს მოცემულ სვეტზე ენანტიომერების დაყოფა და როგორია ტემპერატურის გავლენა შეკავებისა და დაყოფის პროცესებზე. ამავდროულად ჩვენ დავინახეთ, რომ ტემპერატურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქირალურ გამოცნობის მექანიზმზე. ჩვენი ინტერესი მდგომარეობდა იმაში, რომ გაგვერკვია ქირალური გამოცნობის მექანიზმის ცვლილება ხომ არ იყო გამწვეული ქირალური სელექტორის სტრუქტურის შეუქცევადი ცვლილებით. ამისათვის კეტოპროფენის ენანტიომერების ანალიზი ჩავატარეთ 10-60°C ტემპერატურულ შუალედში 5° ინტერვალით, შემდეგ კი სვეტი გავაცივეთ 60°C-დან 10°C-მდე.


მიმაგრებული ფაილები:

კეტოპროფენის ენანტიომერების ადსორბციის ქრომატოგრაფიული კვლევა პოლისაქარიდული ბუნების ზოგიერთ ქირალურ ადსორბენტზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com