ka | en
TSU

მდინარე ვერეს მაკროკომპონენტური შედგენილობა

ავტორი: თინათინი ომსარაშვილი
საკვანძო სიტყვები: მდინარე ვერე, ჰიდროქიმია, მაკროკომპონენტები, ბიოგენები
ანოტაცია:

ბუნებრივი წყლების მაკროკომპონენტურ შედგენილობას განსაზღვრავს მასში არსებული მთავარი იონების - ანიონების და კათიონების შემცველობა. ჩვენს მიზანს შეადგენდა მდინარე ვერეს ჰიდროქიმიური გამოკვლევა, მისი ქიმიური შედგენილობის დადგენა. კერძოდ, მასში არსებული მაკროკომპონენტების ( HCO3-, Cl-, SO42-, Ca2+, Mg2+, Na+ ), ბიოგენების (NH4+, NO2-), პერმანგანატული ჟანგვადობის განსაზღვრა, მდინარის მინერალიზაციის შეფასება და დაბინძურების ხარისხის დადგენა. მდინარე ვერე მიეკუთვნება სულფატური კლასის, კალციუმის ჯგუფის მეორე ტიპის წყალს SIICa. იგი ხასიათდება მაღალი მინერალიზაციით 1198-1457 მგ/ლ. მდინარე ვერეს ზოგიერთ სინჯში NH4+-ის და NO2--ის კონცენტრაცია მაღალია და აღემატება ზდკ-ს, მიზეზი - საყოფაცხოვრებო-კომუნალური წყლებია. NH4+-ის შემცველობა მერყეობს 0.1-1.5 მგ/ლ-ის ფარგლებში, ხოლო NO2--ის 0.01-0.5 მგ/ლ ზღვრებში. პერმანგანატული ჟანგვადობა ნორმის ფარგლებშია და 0.72-2.88 მგO/ლ ფარგლებში იცვლება.


მიმაგრებული ფაილები:

მდინარე ვერეს მაკროკომპონენტური შედგენილობა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com