ავტორიზაცია
ფლურბიპროფენის ადსორბციის ქრომატოგრაფიული კვლევა პოლისაქარიდული ბუნების ზოგიერთ ქირალურ ადსორბენტზე
ავტორი: Gizo Dolidzeსაკვანძო სიტყვები: ენანტიომერები, თერმოდინამიკური პარამეტრები, ენთალპია, ენტროპია
ანოტაცია:
ქირალური ნივთიერებები შედის საკვებ დანამატებში, სასოფლო-სამეურნეო შხამ-ქიმიკატებში, სამკურნალწამლო საშუალებებში და ა.შ. ქირალურია მოლეკულა თუ მის შემადგენლობაში შედის ასიმეტრიული ატომი, იგივე ქირალური ცენტრი. ქირალური მოლეკულები საკუთარ სარკისებურ გამოსახულებებთან ერთად წარმოადგენენ ენანტიომერებს. როდესაც ენანტიომერები აქირალურ გარემოში იმყოფებიან, ფიზიკური და ქიმიური თვისებები ერთნაირი აქვთ, განსხვავდებიან მხოლოდ ბრტყლად პოლარიზებული სინათლის ბრუნვის კუთხის ნიშნით, ამიტომაც გართულებულია მათი ანალიზი. მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ქირალურ გარემოში, როგორიც ცოცხალი ორგანიზმია, ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ფიზიოლოგიური მოქმედებით ხასიათდებიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ქირალური ნივთიერებების ენანტიომერების ანალიზი. ენანტიომერების დასაყოფად დღეისათვის ყველაზე ეფექტურია ქრომატოგრაფიული მეთოდები. მათგან აღსანიშნავია მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია, რომელიც არის ენანტიომერთა დაყოფისა და ანალიზის ერთ–ერთი ყველაზე სწრაფ და მაღალმგრძნობიარე მეთოდი. კვლევისას შევისწავლეთ ტემპერატურის გავლენა ენანტიომერების დაყოფაზე და დავითვალეთ თერმოდინამიკური პარამეტრები, რომლებიც თავის მხვრივ გვეხმარება კონკრეტული ნივთიერებისთვის წინასწარ განვსაზღვროთ ანალიზის საჭირო პირობები და მოსალოდნელი შედეგები. გამოვთვალეთ ადსორბციის ენთალპიისა და ენტროპიის მნიშვნელობები და მათი სხვაობები ორივე ენანტიომერისთვის და შევისწავლეთ ტემპერატურის გავლენა შეკავებისა და დაყოფის პროცესებზე.
მიმაგრებული ფაილები:
ფლურბიპროფენის ადსორბციის ქრომატოგრაფიული კვლევა პოლისაქარიდული ბუნების ზოგიერთ ქირალურ ადსორბენტზე [ka]